"შობის ვარსკვლავს" როგორც წესი, შობის ან ახალი წლის მოახლოებისას იძენენ, დროებითი დეკორის მნიშვნელობით. როგორც კი ყვავილობას დაასრულებს, დიასახლისები მისგან თავისუფლდებიან. ეს იმიტომ, რომ "შობის ვარსკვლავი" ძალიან პრეტენზიული მცენარეა.
ზოგიერთს არ უმართლებს და მცენარე, სახლში მიტანიდან პირველივე თვეში ლპება, ზოგიერთის კი არასდროს
"საშობაო ვარსკვლავს" განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. იქედან გამომდინარე, რომ მცენარე ტროპიკული წარმოშობისაა, მშვიდი და ნათელი გარემო სჭირდება. ამ შემთხვევაში მცენარე მრავალი წლის განმავლობაში გაგახარებთ და ყოველ დეკემბერს აუცილებლად იყვავილებს. ყვავილობა კი 3-4 თვეს შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ მიუხედავად სირთულეებისა, მასთან დამეგობრება ნამდვილად ღირს.
გამომდინარე იქედან, რომ "შობის ვარსკვლავს" რთული ხასიათი აქვს, უნდა იცოდეთ როგორ მოუაროთ.
მცენარე სითბოს მოყვარულია, რეკომენდებულია 12-25 გრადუსამდე სითბო. 25 გრადუსზე მეტი სითბო კი უარყოფითად აისახება. არ უყვარს მშრალი ჰაერი, ამიტომ თუ გამათბობლიან ოთახში გიდევთ, ხშირად უნდა მორწყათ.
ნებისმიერი სახის სიცივე, თუნდაც გამჭოლი ქარი, მცენარისთვის დამღუპველია. ზამთარში მცენარე უნდა მოაშოროთ ფანჯარას, რათა ნაზი ფოთლები ფანჯრის ცივ მინას არ შეეხოს.
ნუ შეიძენთ მცენარეს ქუჩაში, როცა გარეთ 5 გრადუსზე დაბალია ტემპერატურაა. შეძენის შემდეგ ნუ გაიტანთ ყინვაში შეფუთვის გარეშე. ჯერ მუყაოში გაახვიეთ, დააფარეთ ნაჭერი და მხოლოდ შემდეგ გაიყოლეთ შინ. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარის მდგომარეობა დღითიდღე გაუარესდება, დაცვივდება ფოთლები და ლპობას დაიწყებს.
პენი ლეინი