09 დეკემბერი, 2015
12 გაკვეთილი სერიალიდან ''გრეის ანატომია"- ''სექსუალურობა მკერდისა და საჯდომის ზომით არ განისაზღვრება''
აზრიანი სერიალების ქომაგი ვარ. ყოველმა დახარჯულმა საათმა რაიმეზე უნდა დაგაფიქროს, რაღაც უნდა შეგმატოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ''გრეის ანატომია" ზუსტად ასეთი სერიალია. გთავაზობთ 12 გაკვეთილს ''გრეის ანატომიიდან":

1. ყველას გვჭირდება გვერდით ადამიანი

მთელ ცხოვრებას მარტო ვერ გაატარებთ, თუნდაც იმიტომ რომ პრობლემებითაა სავსე და დახმარება დაგჭრდებათ.თქვენ შეიძლება ძალიან ძლიერი ხართ, მაგრამ ძლიერ ადამიანებსაც სჭირდებათ მეგობრები. რა დაკავებულიც არ უნდა იყოთ, გამოძებნეთ დრო ცოცხალი ურთიერთობებისთვის.

2. ჭკუა სექსუალურობას გმატებთ

სექსუალურობა მკერდისა და საჯდომის ზომით არ განისაზღვრება. ის მოდის მზერიდან,
საუბრიდან, ხმიდან. რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით უფრო საინტერესო გამომეტყველება აქვს. მან იცის როგორ უნდა მიიზიდოს მამაკაცი. შეიძლება კაცმა უვიც თოჯინასთან რამდენიმე ღამე გაატაროს, მაგრამ ცხოვრების მეგზურად ანუ მუდმივ სექსუალურ პარტნიორად ჭკვიან ქალს ირჩევს.

3. პატივისცემა უნდა დაიმსახურო

დაუმსახურებლად არაფერი მოდის, განსაკუთრებით ნდობა და პატივისცემა. თუ გსურს, რომ გაფასებდნენ, უნდა დაიმსახუროთ.

4. გრძნობები უნდა გამოხატოთ

არავინ იცის როდის მოკვდება. უთხარით ადამიანებს რომ გიყვართ და იზრუნეთ მათზე, სანამ თქვენი ესმით... ხვალ შეიძლება გვიანი იყოს.

5. ვერასდროს ისწავლით თუ შეცდომის დაშვების შეგეშინდებათ

იმისთვის რომ უკეთესები გავხდეთ საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. ყოველი წარუმატებლობა წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

6. საიდუმლოებები აუცილებლად გამოაშკარავდება

ყველას კარადაში ჩონჩხი იმალება... ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება. მზად იყავით ამისთვის. იცით საიდუმლოს გამჟღავნებისას ყველაზე სასიამოვნო რა არის? თავისუფლდები და აღარაფრის უკან არ იმალები...

7. გაზრდა გარდაუვალია

პატარაობაში გვსურს, რომ მალე გავიზარდოთ, მაგრამ როცა დიდები ვხდებით პასუხისმგებლობა იზრდება. უკან დასახევი გზა კი აღარ არის...

8. ცხოვრება აუცილებლად გატკენთ გულს

ცხოვრებაში უფრო ხშირად უბედურად იგრძნობთ თავს, ვიდრე ბედნიერად. მაგრამ ბედნიერების ხუთი წუთიც კი აბათილებს უბედურების 24 საათს.

9. არ შეწყვიტოთ ოცნება

ჩვენი ოცნებები შეიძლება ღამის კოშმარებად იქცეს. ამის გვეშინია და საკუთარ თავს ოცნებას ვუკრძალავთ. სინამდვილეში ოცნება ადამიანის საუკეთესო უნარია.

10. ყველა იმსაუხრებს სიმართლის ცოდნას

სიმართლე უმეტესწილად მწარე და არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. მიუხედავად ამისა, სიმართლის თქმა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

11. თუ ადამიანს შანსს მისცემ, შეიძლება გაგაოცოს

ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. თუ წარსულში გული გატკინეს და იმედი გაგიცრუეს, მომავალში შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცონ. ამიტომ სხვებს შეცდომები აპატიეთ...

12. ყველაზე გულწრფელი სიყვარული დედის სიყვარულია

ყველაზე მეტად დედას უყვარხართ. ქალი მაშინ აცნობიერებს რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, როცა დედა ხდება.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS