შესაძლოა, გაბრაზების მიზეზი ვახშმობისას მისი ცუდი ნათქვამი ან მისი შეტყობინება გახდეს, ან თქვენს ზარს არ უპასუხა და ამან გაგაბრაზოთ. თუმცა დაიჯერეთ, რომ არცერთი მიზეზი არ გიღირთ იმად, რომ მასზე ნაწყენი იყოთ.
როცა მასზე გაბრაზებული ხართ, ვერ იძინებს. თგვენგან ნათქვამი ყოველი სიტყვა, მის თავში სამუდამოდ რჩება. მთელ ღამეს იფიქრებს ამაზე , თქვენს ნათქვამს დეტალებში გაშიფრავს, რათა კარგად გამოარკვიოს სად შეცდა.
თავს დაარწმუნებს, რომ შენ
ღამეს გაათევს თქვენს ურთიერთობაზე ფიქრით, დილით გაღვიძებულს კი ბალიში მთლიანად სველი დახვდება. გაახსენდება საღამოს მომხდარი და ახალ დღესთან შეგებების სურვილს დაკარგავს. ვეღარც სრულფასოვნად აზროვნებას შეძლებს, რადგან მისი ფიქრები მხოლოდ თქვენკენ იქნება მომართული. მისი ერთადერთი სურვილი თქვენთან საუბარი იქნება, ადამიანთან, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს.
ის არ იმსახურებს ამას, არ მისცეთ უფლება თავი გარიყულად იგრძნოს და დანაშაულის გრძნობით დაიძინოს. დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არასდროს დაგავიწყდეთ "ტკბილი ძილი" და "მშვიდობიანი დილა" უსურვოთ. ის იმსახურებს ადამიანს, ვისთვისაც პრიორიტეტი იქნება. ის მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს.
ნუ ატკენ გულს და დღეს კამათით ნუ დაასრულებ. პრინცესასავით მოეპყარი და ერთ დღესაც შენი დედოფალი გახდება. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ რასაც ქალს აძლევთ, ყველაფერი უკლებლივ დაგიბრუნდებათ უკან. თუ განუსაზღვრელად გეყვარება, ის კიდევ უფრო მეტ სიყვარულს დაგიბრუნებს.
პენი ლეინი