უდავოა, რომ მან კაცობრიობას უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები დაუტოვა. ამ სტატიაში გაგაცნობთ 4 ფაქტს, რომელიც ამ მეცნიერს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ.
1. ოცნებობდა გმირი გამხდარიყო
დღეს ადამიანების უმეტესობა გმირს სუპერმენში, ადამიან ობობასა და ბეტმენში ხედავს. რეალურად გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც კაცობრიბის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაზე ოცნებობს ან შეგნებულად მსვერპლზე მიდის. გმირი არ არის მხოლოდ
მშობიარობის შემდეგ ფროიდის დედას უცნობმა ქალმა უწინასწარმეტყველა, რომ ბიჭს დიადი მომავალი ელოდა. ფროიდს ბავშვობიდან მოყოლებული მართლაც გმირობა სურდა. მაშინაც კი როცა ზიგმუნდმა დიდების მწვერვალს მიაღწია, შეინარჩუნა თვითკრიტიკულობა, მგრძნობიარობა, კაცთმოყვარეობა და თანაგრძნობის უნარი.
2. გაიზარდა რელიგიურ წრეში
ფროიდი ამბობდა, რომ ათეისტი იყო. აღსანიშნავია, რომ მაშინ მედიცინა და რელიგია ერთმანეთს მკაცრად უპირისპირდებოდა. არჩევანი აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ფროიდი რელიგიურ წრეში გაიზარდა, ის პატივს სცემდა თავის ფესვებსა და ტრადიციებს. მოგვიანებით ზიგმუნდმა აღიარა კიდეც, რომ მეცნიერული კვლევებისას ხშირად ესაუბრებოდა ღმერთს. მენციერმა აღნიშნა, რომ რელიგური ადამიანები უკეთესად უმკლავდებიან პრობლემებსა და ავადმყოფობას, რადგან მათ ბედნიერი მომავლის სჯერათ.
3. ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდა
ფროიდი ერთადერთი ფსიქოანალიტიკოსი იყო, რომელმაც საკუთარი თავი უდიდესი საფრთხის წინშე განზრახ დააყენა, იმისთვის რომ თავისი თეორიის მართებულობაში დარწმუნებულიყო. ზიგმუნდმა ჰიპოთეზები ფსიქიკურად აშლილი პაციენტების გამოკვლევის შემდეგ შეიმუშავა. საჭირო იყო მიღებული შედეეგები ჯანმრთელ ადამიანებზეც განეზოგადებინა.
4. ფროიდი ქალებში საფრთხეს ხედავდა
ფროიდი ქალებში პოპულარული არ იყო და ამან დააკომპლექსა. ის ქალში საფრთხეს ხედავდა, ამიტომ პაციენტებთან ურთიერთობისას დისტანციას მკაცრად იცავდა. ხშირად თავისი მოწაფეები შეცდომაში შეჰყავდა. არიგებდა, რომ ქალმა პაციენტებმა შეიძლება სექსუალური სურვილები გაუზიარონ.
ანდრეა ნარიანი