საკვირველია, რადგან ფრანგები ხომ ტონობით ყველსა და პურს მიირთმევენ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებენ, მაგრამ ფორმაში ყოფნას ყოველთვის ახერხებენ.
ახლახანს გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგებით, გაირკვა, რომ საქმე ყველშია, რომელთა უმრავლესობა აჩქარებს მეტაბოლიზმს.
დანიელმა მკლევარებმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან, შემდეგნაირი კვლევა ჩაატარეს - აიღეს 15 ჯანმრთელი ფრანგის შარდი და განავალი, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ყველს და
აღმოჩნდა, რომ რძის პროდუქტების მოყვარულებს, დადებითი ფუნქციის ნაწლავური ბაქტერიები აქვთ. მათ კუჭში ცხიმის მწველი ნივთიერებების მაღალი დონეა და საჭმლის გადამამუშავებელი სასარგებლო ფერმენტები გამოიყოფა. დამტკიცდა, რომ ბუტირატას მაღალი მაჩვენებელი ადაბლებს ქოლესტერინის დონეს, საუკეთესოა მეტაბოლიზმისთვის და გაცხიმოვნების პროფილაქტიკისთვის.
და მთავარი კოზირი მაინც ყველის გამოყენებაშია. ამერიკელები და სლავები ყველს ხშირად მაკარონთან ერთად მიირთმევენ ან ამზადებენ პიცასა და ბუტერბროდს. ფრანგები კი ყველს მიირთმევენ სხვადასხვა ხილთან ან წითელ ღვინოსთან. სწორედ ამ შემთხვევაში იზრდება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა თქვენს კუჭში, რაც წვავს ცხიმს - როცა ყველი კუჭში პოლიფენოლებს შეერევა, რომელსაც ყურძენი და ზოგიერთი ხმელთაშუაზღვის ხილი შეიცავს.
გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს ყველის ასორტს. მოხდენილი ფიგურის გარანტი - ყველი ბრი და კამამბერია.
ფრანგებს კარგად ესმით ბალანსირებული დიეტის მნიშვნელოვნება. ისინი იშვიათად მიირთმევენ ნახევარფაბრიკატებს.
საფრანგეთში ჭარბწონიანობა მხოლოდ გარეუბანში თუ აწუხებთ, ძირითადად იმ უბნებში, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ.
ექიმი ბერტრან დიუბუა ამბობს, რომ გლობალიზაცია და ამერიკული კურტურა ფრანგებსაც ცვლის, მაგრამ საფრანგეთში მაინც ყველაზე ნაკლებად მიირთმევენ ნახევარ ფაბრიკატებს, რაც მათ ჯანმრთელობასა და მოხდენილ ფიგურას განაპირობებს.
პენი ლეინი