1. მოუთმენელია
პაემანზე ათი წუთი მაინც თუ დააგვიანეთ, ისტერიკას იწყებს. მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისთვის. ბავშვმა შეიძლება, საკვების მიღებაზე უარი უთხრას, ახალი უნარ-ჩვევები ადვილად ვერ აითვისოს, ფეხი ვერ აუბას თანატოლებს, დაეზაროს მეცადინეობა და ა.შ.
2. არ აქვს მორალი
ყველა საზოგადოებას თავისი მორალი აქვს, იმისთვის რომ ადამიანმა მშვიდად და კომფორტულად ცხოვრება მოახერხოს საზოგადოებრივ ჩარჩოში მეტნაკლებად უნდა ჩაჯდეს. თუ თქვენი შეყვარებული ზედმეტად თავისუფალ ცხოვრების წესს მისდევს, შვილს საზოგადოებაში მიღებულ ფასეულობებს ვერ ჩაუნერგავს.
3. უყურადღებოა
თუ თქვენი შეყვარებული უყურადღებოა და წვრილმანები შეუმჩნეველი რჩება, დიდი ალბათობით დედად არ გამოდგება. ბავშვი სანამ მეტყველებას დაიწყებს მშობლებს მხოლოდ ტირილით აგებინებს, რომ რაღაც სტკივა. ასაკის მატებასთან ერთად, მოზარდის ირგვლივ პრობლემები იმატებს, დედას უნდა შეეძლოს ყურადღების პროპორციულად გადანაწილება.
4. მიდრეკილია სრულყოფილებისკენ
ქალი, რომელიც გადამეტებულად კარგად სწავლობს, ჩაციკლულია სისუფთავეზე ან დისციპლინაზე, ცუდი დედა იქნება. ის შვილის მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს გამოიჩენს და არარეალურ მოთხოვნებს წამოუყენებს. შედეგად ბავშვი დაისტრესება, ცხოვრების შეეშინდება, კომპლექსებით აივსება და საკუთარ თავში ჩაიკეტება. მას მუდმივი წარუმატებლობის განცდა გაუჩნდება.
5. თუ ქალს ჰგონია, რომ სულ მართალია
თუ ქალს ჰგონია, რომ სულ მართალია, არასდროს მოუსმენს თავის შვილს. წინასწარ გამოიტანს დასკვნებს და ხშირად ბავშვს ტყუილად დასჯის. მეორე ვარიანტში, ასეთი ქალი შვილს ძალიან ამაყ ადამიანად ჩამოაყალიბებს.
6. მატერიალისტია
ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ფული მთავარი ფასეულობა არ არის. მან უნდა იცოდეს სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთისა და ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა. ქალი, რომელსაც ყველაფერზე მეტად ფული უყვარს, ცუდი მასწავლებელი იქნება.
ანდრეა ნარიანი