09 დეკემბერი, 2015
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
31 დეკემბერი ახლოვდება, გარშემო მანდარინის მძაფრი სურნელი ტრიალებს და მალე ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული იწყება. თუ ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრის მირთმევა გსურთ, არჩევანის გაკეთება კი გიჭირთ, შეგიძლიათ ჰოროსკოპის რჩევებს მიმართოთ.

ვერძი

ვერძს ძალიან მოეწონება ნათელი და ბრჭყვიალა საგნები. გამომდინარე იქედან, რომ ისინი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ - შესაფერისი არჩევანი იქნება სპორტული ან ბუნებაში დასასვენებელად გამოსადეგი აღჭურვილობები.

კურო

კუროს, მშვიდი ხასიათის პატრონსა და სახლის მოყვარულს, ყველაფერი მოეწონება, რაც დიასახლისობას ეხება. ჭურჭელი, ღვინის უცხო ჭიქები, ყვავილის ქოთნები და ა.შ.
ეს მათ დიდ მადლიერებას გამოიწვევს.

ტყუპი

ტყუპისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საჩუქარი, რომელიც მისი ტვინისთვის სასარგებლო იქნება. ისინი ინტელექტუალურები და რაციონალურები არიან. შესაბამისად მათთვის კარგი გადაწყვეტილება იქნება წიგნი, კომპიუტერული დისკები და ა.შ. ქალები კი სიამოვნებით მიიღებენ ოჯახის ტექნიკას, რაც სამზარეულოში მათ ოპტიმისტურ განწყობას განაპირობებს.

კირჩხიბი

თუ კირჩხიბი ახლობელი გყავთ, ბევრი ფიქრი მოგიწევთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მდიდრული საგნების თაყვანისმცემლები არიან. თუ წიგნს აირჩევთ, პოლიგრაფიულად ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული. ასევე შეგიძლიათ, ცნობილი ბრენდის ჩანთა ან საფულე აჩუქოთ.

ლომი

ლომი ნებისმიერ ასაკში თავდაჯერებული და საკუთარ სიძლიერეში დარწმუნებულია, ამიტომ მისი საჩუქარი ყოველთვის ექსკლუზიური და თვალისმომჭრელი უნდა იყოს. ყველაზე ძვირადღირებული ქეისიც კი ვერ გამოიწვევს მის აღტაცებას, თუ მსგავსი მის კოლეგას ან ახლობელს აღმოუჩინა. სამაგიეროდ კარგი ოსტატის მიერ დამზადებული გიტარა ან შეკვეთით დამზადებული სამკაულების კომპლექტი, მის თქვენდამი პატივისცემას ნამდვილად გამოიწვევს.

ქალწული

ქალწულები ტრადიციებთან მიჯაჭვულობით გამოირჩევიან. მათ ალბათ ძალიან გაახარებთ, თუ კლასიკურ მანერაში შესრულებულ ნახატს აჩუქებთ, აბსტრაქციონიზმს კი მოერიდეთ. ბავშვებს მოეწონებათ რბილი სათამაშოები ან ილუსტრაციით დატვირთული რაიმე წიგნი.

სასწორი

სასწორებს ყველაფერი ინტელექტუალური მოსწონთ, ამასთან ნაკლებად იზიდავთ მოდერნიზებული ტენდენციები. უმბერტო ეკოს რომანებით თავს ალბათ მოაწონებთ, პელევინი და კოელიო კი გამორიცხეთ. ქალებს ლამაზი მოსასხამი ან შარფი ესიამოვნებათ.

მორიელი

მორიელი - ყველაზე პრეტენზიული და წინააღმდეგობრივი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც საჩუქრის შერჩევა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. მთავარია, საჩუქარმა მფლობელის ინდივიდუალიზმი გამოკვეთოს.

მშვილდოსანი


სანაცვლოდ მშვილდოსნისთვის საჩუქრის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მხიარულები, მოაზროვნეები და კომუნიკაბელურები არიან. ისინი ნებისმიერი რამით დაკმაყოფილდებიან - იქნება ეს ანეგდოტების კოლექცია, რაიმე ნივთი სიურპრიზების მაღაზიიდან, თუ ზაზუნა. თუმცა ვიდრე მისთვის ცხოველის ჩუქებას გადაწყვეტთ, ჯერ დარწმუნდით ნამდვილად უყვარს თუ არა მას ეს ცხოველი და რამდენად მოუვლის მას.

თხის რქა

რაც შეეხება თხის რქას, მას შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ანდოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სერიოზულ და საჭირო, გამოსადეგ საჩუქრებს არჩევენ. უბრალო საჩუქარს ნუ აჩუქებთ, ინსტრუმენტების კომპლექტი, ლამაზი პირსახოცი ან საკანცელარიო ნივთები კი ნამდვილად გამოადგებათ.

მერწყული


მერწულები ყველანაირ წიგნს, ხელოვნების საგნებსა და ფილმებს აღიარებენ. ბედნიერები იქნებიან თუ თემატურ ვიდეოს მიიღებენ ან სხვადასხვა კომპიტერულ პროგრამებსა და დისკებს. მათთვის ყველაზე მთავარი გულწრფელობაა, ამიტომ მასთან სტუმრობისას პირველ რიგში კარგი განწყობა შეიქმენით და ნუ იქნებით ორპირი.

თევზები


დაიმახსოვრეთ, რომ თევზები ყველაზე მისტიური ზოდიაქოს ნიშანია. საჩუქარიც შესაბამისი უნდა შეურჩიოთ - საკმევლის ჩხირები, ლამაზი სანთლები, ეზოთერიკული წიგნები და ყოვლისშემძლე მაგიური ზარები, თილისმა ან აღმოსავლური სამკაულები. არ დაგავიწყდეთ საჩუქრის მოხდენილად შეფუთვა, რადგან თევზები დიდ ყურადღებას აქცევენ საგნების გარეგნულ მხარესაც.

და რაც ყველაზე მთავარია, მოიმარჯვეთ ღიმილი, შეიქმენით კარგი განწყობა, სიკეთით განეწყვეთ, საჩუქრით შეიარაღდით და სტუმრად ისე გაეშურეთ. მაშინ ახალი წელი შესანიშნავად ჩაივლის და წარმატება მთელ წელს გაგყვებათ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS