08 დეკემბერი, 2015
4 სექსჩვევა, რომელსაც 30 წლამდე უნდა გადაეჩვიოთ
ნორმალურია, თუ ადამიანს სექსჩვევები ახასიათებს, თუმცა არსებობს 4 ჩვევა, რომელსაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა შეელიოთ, თუ არ გსურთ, თქვენი სქესობრივი ცხოვრება მოსაწყენი გახდეს და საბოლო ჯამში დაინგრეს.

1. ერთი პოზიციის ამოჩემება

სექსრუტინა ყველაზე ვნებიან მამაკაცსაც კი გაუქრობს თქვენს სურვილს. ერთი შეყვარებული მყავდა, როცა არ უნდა დავკავებულიყავით სექსით მუდმივათ ერთი და იგივე პოზით იწყებდა. გახდისთანავე ვხვდებოდი რას აპირებდა. ისეთი განცდა მეუფლებდა, რომ ექსერიმენტების ჩატარება ეზარებოდა. შეიძლება, კაცმა აიტანოს მოწყენილობა სამსახურში, სამეგობროში, სამზარეულოში, მაგრამ ლოგინში? არავითარ შემთხვევაში!

2. სექსი,
როგორც გრდაუვალი ვალდებულება...

თუ თქვენი სექსი მოულოდნელი არ არის და დაგეგმილია, როგორც ამას ბევრი წყვილი აკეთებს, ხიბლს კარგავს. მაგალითად, ქალი და კაცი თანხდება, რომ პარასკევ საღამოს საათნახევარი სექსისთვისაა განკუთვნილი. იქნებ, მე ორშაბათს მომინდი? სამშაბათს და ოთხშაბათსაც? თავი რატომ უნდა შევიკავო? ასევე დიდი შანსია პარასკევს დაძაბული დღე მქონდეს და სექსუალური სურვილები სულ არ გამიჩნდეს. რატომ მაინც და მაინც საათნახევარი? იქნებ შემიძლია, მთელი ღამე გასიამოვნო? ნუ ჩასვამთ სექსსჩარჩოებში.

3. დუმილი

არც ერთ კაცს არ შეუძლია ფიქრების კითხვა. თუ თქვენ კვნესით და ორგაზის იმიტაციას ახდენთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გამოიცნობს რომ რაღაც არ მოგწონთ. დაარღვიეთ დუმილი და აგვიხსენით, რა მეტად გსიამოვნებთ და რა ნაკლებად.

4. ინიტიაცივის კაცისთვის გადაცემა

კაცებს თავდაჯერებული ქალები მოგვწონს. რა თქმა უნდა, ქალის ლოგინში უმანკოდ თრთოლას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ როდესა ეს სექსუალურ წესად იქცევა, აღარ გვიზიდავს. გვაგრძნობინეთ კაცებს, რომ ჩვენდამი ვნება გაქვთ. იყავით სექსის ინიციატორები.

ანდრეა ნარიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS