08 დეკემბერი, 2015
შეცდომა, რომელსაც ადამიანთა უმეტესობა უშვებს კერძში ნივრის დამატებისას
ნიორი – ეს არა მხოლოდ საკვებია, არამედ ნამდვილი ლეგენდაა. ეს ბოსტნეული ეგვიპტურ პირამიდებშიც არის ნაპოვნი და ბიბლიაშიც არის მოხსენიებული.
დასავლური მედიცინის მამა, ჰიპოკრატე სისტემატიურად უნიშნავდა მას არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ ოლიმპიურ სპორტსმენებსაც, რათა მათ გაეუმჯობესებინათ შედეგები.

დღეს უკვე მეცნიერებამ დაამტკიცა ის, რაც ინტუიცურად იცოდნენ უძველესმა მკურნალებმა: ნიორი – ავადმყოფობასთან ბრძოლის პოტენციური იარაღია.
მეცნიერების ანკრისა და მირელმანის 1999 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც ანტივირუსულ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

ნივთერებები ალინი და ენზიმი ნივრის კბილის
უჯრედების ნაწილია. ისინი ცალკე არსებობენ, თუმცა, როცა უჯრედული მემბრანები ირღვევა, ისინი ერთიანდებიან და ალიცინს წარმოქმნიან.

ასე რომ, როცა ამზადებთ საჭმელს, თქვენ უნდა დაანაწევროთ ეს მემბრანები, ანუ დაჭრათ ნიორი. თუმცა მაღალი ტემპერატურა ანეიტრალებს ალიცინის თვისებებს.
იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS