08 დეკემბერი, 2015
თანამედროვე ეტიკეტის 17 წესი - ეს ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს
გამოიჩინო თავაზიანობა რთული არ უნდა იყოს - ამით საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ პატივისცემას ამტკიცებთ. თუმცა არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის.

გთავაზობთ შედგენილ წესებს, რომელთა გათვალისწინება ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის.

1. სტუმრად წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნუ მიხვალთ.

თუ გაუფრთხილებლად გეწვივნენ, უფლება გაქვთ ბიგუდებსა და ხალათში დარჩეთ. ერთი ბრიტანელი ქალი, დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლისას, ფეხსაცმელს იცმევდა, თავზე ქუდს მოირგებდა და ხელში ქოლგას იჭერდა. სასურველი სტუმრის შემთხვევაში ამბობდა: " რა კარგია, ახლახანს დავბრუნდი". ხოლო არასასრუველ სტუმარს შემდეგი
სიტყვებით ეგებობდა: "რა სამწუხაროა, უნდა წავიდე".

2. ქოლგა არასდროს გააშროთ გახსნილ მდგომარეობაში - არც ოფისში და არც სტუმრად.

ქოლგა უნდა ჩამოკიდოთ ან სპეციალურ შესანახში ჩადოთ.

3. ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე ან მაგიდაზე.

პატარა, ხელისჩანთა შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ, მაგრამ ჩვეულებრივი ჩანთა აუცილებლად ძირს, იატაკზე მოათავსეთ.

4. პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკების ტარება მხოლოდ სუპერმარკეტიდან დაბრუნებულებს გეპატიებათ

შემდეგ, ჩანთის ნაცვლად მათი ტარება პროვინციალიზმში გამხელთ.

5. მამაკაცი ქალის ჩანთას არ ატარებს.

და ქალის პალტოსაც მხოლოდ გასახდელამდე მისატანად იღებს.

6. სახლის სამოსი - კომფორტული, მაგრამ მოკრძალებული შარვალი და სვიტერია

ხალათი და პიჟამა კი მხოლოდ სააბაზანომდე მისვლაშია საჭირო. ასევე საღამოს - სააბაზანოდან საძინებლამდე მისასვლელად.

7. მას შემდეგ, რაც თქვენი შვილი ცალკე ოთახში გადაინაცვლებს, შესვლამდე დაკაკუნებას მიეჩვიეთ.

მაშინ თვითონაც დააკაკაუნებს, ვიდრე თქვენს საძინებელში შემოიჭრება.

8. ქალს შეუძლია შენობაში ხელთათმანები და ქუდი არ მოიხსნას.
მაგრამ არა კეპი და ხელჯაგები.

9. საერთაშორისო დაწესებულებით სამკაულების საერთო მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 13 საგანს, ამაში შედის საიუველირო ღილებიც.

ხელთათმანის გარეთ ბეჭედს არ იკეთებენ, სამაჯური კი დაშვებულია. გარეთ რაც მეტად ბნელა, სამკაული მით უფრო ძვირფასია. ძველად ბრილიანტს, მხოლოდ საღამოს, გათხოვილი ქალები ატარარებდნენ, დღესდღეობით კი მისი ტარება დღისითაც შეიძლება.

10. რესტორანში შეკვეთისას, გადახდის წესები: თუ იტყვით "მე გეპატიჟებით" ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ იხდით.

თუ ქალი საქმიან პარტნიორს რესტორანში ეპატიჟება, ის თავად იხდის. შემოთავაზებაზე "მოდი რესტორანში წავიდეთ" - ამ შემთხვევაში ყველა თავისას იხდის. მხოლოდ მაშინ შეუძლია ქალს დათანხმდეს გადახდაზე თუ ამის სურვილს მამაკაცი თავად გამოთქვამს.

11. მამაკაცი ლიფტში ყოველთვის პირველი შედის, მაგრამ პირველი ის გამოდის, ვინც კართან ახლოსაა.

12. ავტომობილში მძღოლის უკან ჯდომა გაცილებით პრესტიჟულია.

13. ყველას გასაგონად იმის გამოცხადება , რომ დიეტაზე ხართ სულელური საქციელია.

14. ყველა ადამიანს თქვენობით მიმართეთ.

საშინლად ჟღერს, როცა თუნდაც ოფიციანტებსა და მძღოლებს შენობით ესაუბრებით. თქვენობით მიმართეთ კარგად ნაცნობ ადამიანსაც კი, განსაკუთრებით ოფისში, შენობით მხოლოდ მაშინ ესაუბრეთ, როცა განმარტოვდებით.

15. როცა ვინმე არ არის, მასზე ჭორაობა დაუშვებელია.

დაუშვებელია ახლობელი ადამიანების ცუდად მოხსენიება, განსაკუთრებით ქმრების, როგორც გვჩვევია. თუ ცუდი ქმარი გყავთ, უმჯობესია ეს მასთან გაარკვიოთ.

16. კინოსა და თეატრში, როცა თქვენი ადგილისკენ მიიწევთ, სახით დარბაზში მსხდომი საზოგადოებისკენ უნდა იყოთ.

წინ პირველი მამაკაცი მიდის.

17. 9 რამ, რაც საიდუმლოდ უნდა შეინახოთ: ასაკი, სიმდიდრე, სახლის სარდაფი, ლოცვა, წამლების შემადგენლობა, სასიყვარულო ურთიერთობა, საჩუქარი, პატიოსნება და უსინდისობა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS