რთული ხასიათი გადამწყვეტ მომენტამდე მიიყვანს - ვერძებს, ქალწულებს, მორიელებსა და თხის რქებს. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. თუმცა მათ ერთი მიზანი აერთიანებთ - იმუშაონ საკუთარ თავზე.
თუ ამ ჩამონათვალში საკუთარ თავს აღმოაჩენთ, ყურადღება გაამახვილეთ ზოდიაქოს ნიშნის იმ თვისებებზე, რაც არ მოგწონთ, ან პირად ნაკლზე.
ეს წელი სრულყოფილებისა და საქმის სისრულეში მოყვანის წელი იქნება, ამიტომ ნებისმიერი უარყოფითი ქმედება,
კუროებს, სასწორებს, კირჩხიბებსა და თევზებს მეტი სიმამაცის მოკრება მართებთ. სიმხდალე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიჩინოთ და საზოგადოებაში ყოფნისას ყოველთვის გახსოვდეთ, თუ თქვენს გვერდით სუსტი ხასიათის ადამიანს აღმოაჩენთ, შეგიძლიათ აპატიოთ, მაგრამ არა ყოველთვის.
უარყოფით თვისებებს ნუ მისცემთ უფლებას მთლიანად მოგიცვათ - ექსტრასენსი ამტკიცებს, რომ ამას სხვა მასშტაბური პრობლემებიც მოჰყვება, მაგალითად ფულის წაგება ან კარიერული ზრდის შესაძლებლობის დაკარგვა.
ტყუპს, ლომს, მშვილდოსანსა და მერწყულს ურჩევნიათ ბედისწერას არ ეთამაშონ. თუ ექსტრემალური სპორტით ხართ გატაცებული, არ არის აუცილებელი ერთ წელში მიატოვოთ. პირიქით, თუ გარკვეული წლების შემდეგ ძველ საქმესთან დაბრუნებას გადაწყვეტთ, შესაძლოა, ვეღარ შეძლოთ ან რაიმე შეგეშალოთ. აქედან გამომდინარე სერიოზულ საქმეებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ და უსაფრთხოების ზომები აუცილებლად მიიღეთ.
ვიდრე ღონისძიება დაიწყება, სცენაზე გამოსვლამდე, აუცილებლად შეამოწმეთ მიკროფონი, თუ რამდენად გამართულია.
ყველაზე მარტივი ქმედებები, წარუმატებლობისგან დაგიცავთ. ექსტრასენსი ასევე გაფრთხილებათ: გამუდმებით მომავლის შიშში ყოფნით ნუ მიიზიდავთ ნეგატივს. ენდეთ საკუთარ თავსა და არჩეულ გზას.
ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანს შეუძლია, 2016 წელი გაირთულოს. თუ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებთ ეს წელი წარმატებულად ჩაივლის.
პენი ლეინი