ჟურნალი
People ყოველწლიურად ადგენს ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგს. ჟურნალის სხვადასხვა ქვეყნის მკითხველი მისთვის საუკეთესო მამაკაცს აძლევს ხმას და იმარჯვებს ის, ვინც ხმათა უყმრავლესობას დააგროვებს.
ჯორჯ კლუნი, ჯონი დეპი, რიჩარდ გირი და ბრედ პიტი ორჯერ გახდნენ პირველი ადგილის მფლობელი და ამაში საკამათო არაფერია.
დროა, ზამთრის ამ ცივ დღეებში ცოტა გავხურდეთ. გთავაზობთ ბოლო 30 წლის მანძილზე ამ ნომინაციაში გამარჯვებულ მამაკაცთა სიას.
მელ გიბსონი, 1985 წელი

ის სექსუალური მამაკაცები, რომელთა მზერაც ქალებს გულს უჩერებს" width="450" style="border: 0px;" />
იყო დრო, როცა მელ გიბსონის მიმზიდველი გამოხედვა ქალების გულებს იპყრობდა. 1985 წელს ის საოცრად მიმზიდველი მამაკაცი იყო და ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა. ჟურნალმა
People ის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
შონ კონერი, 1989 წელი

განუმეორებელი ჯეიმს ბონდი - ქარიზმა, მომხიბვლელობა, თავდაჯერებულობა და ცოტაოდენი საოცრად მიმზიდველი თავხედური გამოხედვა.
ტომ კრუზი, 1990 წელი

როცა ტომ კრუზი ყველაზე მომხივლელ მამაკაცად დასახელდა, ის 28 წლის იყო და კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა.
რიჩარდ გირი, 1993 -1999 წლები
People -მა რიჩარდ გირი "ყველაზე სექსუალურ მამაკაცად" ორჯერ დაასახელა – 1993 და 1999 წლებში. მას შემდეგ მისი მომხიბვლელობა კიდევ უფრო გაიზარდა და დღემდე სასურველ მამაკაცად რჩება.
ბრედ პიტი, 1995 – 2000 წლები

ბრედ პიტი - მამაკაცურობა და თითქმის ბავშვური სახე, სისასტიკე და შემწყნარებლობა ერთდროულად. "ყველაზე სექსუალურ მამაკაცად" პირველად 1995 წელს, შემდეგ კი 2000 წელს დასახელდა. "მებრძოლთა კლუბის შემდეგ" სხვაგვარად არც შეიძლებოდა.
ჰარისონ ფორდი, 1998 წელი

ალბათ თვალებს არ უჯერებთ, მაგრამ ეს ნამდვილად ჰარისონ ფორდია. როგორც აღმოჩნდა მას შესაბამისად ვერ ვაფასებდით. ინდიანა ჯონსი ყველასთვის სამაგალითო მეოჯახეა, თუმცა ეს ხელს არ უშლის ქალების ყურადღების ცენტრში მოხვდეს.
პირს ბროსნანი, 2001 წელი

ჯეიმს ბონდმა მას წარმატება და "ყველაზე სექსუალური მამაკაცის" ტიტული მოუტანა.
ბენ აფლეკი, 2002 წელი

ბენ აფლეკი არა მარტო სიმპათიური და კარგი მსახიობია, ამასთან ჭკვინი ბიჭიცაა. მაგალითად "ჭკვიანი, უილ ჰანტინგის" სცენარი სწორედ მისი დაწერილია. ინტელექტი კი კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ჰმატებს.
ჯუდ ლოუ, 2004 წელი

ჯუდ ლოუ - ყველა ასპექტში იდეალურია და სუპერმოდელის მონაცემები აქვს. მისი ამ ნომინაციაში დასახელება გარდაუვალი იყო.
მეთიუ მაკკონაჰი, 2005 წელი

2005 წელს მეთიუმ კარგად ნავარჯიშები სიმპათიური ყმაწვილის როლი განასახიერა, იმ დროისთვის ოსკარსა და "ნამდვილ დეტექტივზე" საუბარიც არ იყო, თუმცა ეს სავსებით საკმარისი გახდა. ახლა კი ყველასთვის ნათელი გახდა - ის არამარტო მიმზიდველი მამაკაცი, არამედ ძალიან ნიჭიერი მსახიობია.
ჯორჯ კლუნი, 1997-2006 წლები

ჯორჯ კლუნის არსებობის შესახებ მსოფლიოს ქალებმა სერიალ " სასწრაფო დახმარებიდან" გაიგეს. მსახიობი ჯერ კიდევ სერიალის დასრულებამდე გახდა მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მამაკაცი. შემდეგ დაამტკიცა, რომ "კეთილ ექიმზე" გაცილებით მეტი შესაძლობები აქვს და ეს ტიტული მეორედ მიიღო.
მეთ დეიმონი, 2007 წელი

მეთ დეიმონის მიმზიდველობა თვალში არ მოგხვდებათ, მაგრამ ძლიან კარგი ბიჭია, მისი ნდობა ნამდვილად შეიძლება. და ვინ თქვა რომ ეს მიმზიდველი არ არის? ყველას ხომ ცუდი ბიჭები არ უყვარება.
ჰიუ ჯეკმანი, 2008 წელი

"ყველაზე სექსუალური მამაკაცის" ნომინაციაში გასამარჯვებლად, რასამახას კლანჭებს ხელი არ შეუშლია, მეტიც დაეხმარა კიდეც. და მაინც ბაკენბარდი ხომ იშვიათად უხდება ვინმეს.
ჯონი დეპი, 2003 – 2009 წლები

ჩვენი საყვარელი პირატი - ჯონი დეპი, ამ ტიტულის მფლობელი ორჯერ გახდა. პირველად "კარიბის ზღვის მეკობრეების" გამოსვლისთანავე 2003 წელს, მორედ კი 5 წლის შემდეგ 2009 წელს.
ბრედლი კუპერი, 2011 წელი

ასეთი სილამაზე და ამდენხანს ჩრდილში იყო. ფილმმა "წვეულება ვეგასში" მას დიდი აღიარება მოუტანა.
ჩენინგ ტატუმი, 2012 წელი

იდუმალი სიჩუმე, წარბების შეყრა და კუნთების თამაში - აი, რა არის უბრალო ბიჭის - ჩენინგ ტატუმის მიმზიდველობის საიდუმლო.
დევიდ ბექჰემი, 2015 წელი

როგორც იქნა! ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო.

კლუნი და პიტი სიხარულისგან ჭკუიდან იშლებიან, ისინი ხომ ასეთი მაგრები არიან. მხოლოდ დეიმონია მოწყენილი, ის ხომ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მხოლოდ ერთხელ დასახელდა. გული არ გაიტეხო მეთ, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ:)
პენი ლეინი