1. ურჩხული ჯიპზე

მამაკაცებს, რომელსაც ჯიპი ჰყავთ, საგზაო წესების დარღვევა მოსწონთ, ისინი დიდი ზომის ავტომობილით საკუთარი ძალისა და გავლენის დემონსტრირებას ახდენენ. ხშირ შემთხვევაში უხეშები არიან და თავხედურ ფრაზებსაც არ ერიდებიან. თუმცა, ჯიპის საჭესთან შეიძლება გამხდარი, ინტელიგენტის შესახედაობის კაციც დაგხვდეთ. მსგავსი მამაკაცები ხშირ შემთხვერვაში თანამდებობის პირები არიან და მილიონებსაც გამოიმუშავებენ. თავიანთ კომპლერქსებს კი დიდი მანქანით მალავენ.
2. სწრაფი მანქანა თავდაჯერებული კაცებისთვის არის

სპორტულ მანქანებს
3. მანქანა დიდი სათავსოთი მეოჯახე კაცებს მოსწონთ

მეოჯახე კაცი ყველა ქალისთვის საუკეთესო პარტნიორი იქნება. მას კარგად ეხერხება ნათურის გამოცვლა, ლურსმნის დაჭედება და მეტნაკლებად წყალგაყვანილობაშიც ერკვევა. როდესაც მანქანას დიდი სათავსოთი დაინახავთ, ნუ ჩათვლით რომ კაცი ცოლიანია, შეიძლება სამსახურეობრივი მოვალეობის გამო, დიდი ზომის საქონლის გადატანა უწევს.
4. გრძელი ავტომობილები მექალთანეებს მოსწონთ
თუ კაცი გთავაზობთ მისი ლიმუზინით გაისეირნოთ, დიდი ალბათობით ის მექალთანეა. თუმცა შეიძლება ბიზნესმენიც აღმოჩნდეს, რომელსაც ფუფუნებაში ყოფნა მოსწონს. ლიმუზინების სავარძლები განსაკუთრებულად მოსახერხებელია სამუშაოსთვის. ბიზნესმენებს შეუძლიათ იმგზავრონ და საქმეს მიხედონ. ასე დრო და ენერგია ეზოგებათ.
5. ჭყეტელა ფერის მანქანაზე მხიარული ბიჭი ზის
ყველაზე დაღვრემილ დღესაც კი ავტომობილის ფერს ადამიანის ხასიათის გამოსწორება შეუძლია. როდესაც ყვითელ ან მწვანე მანქანას დაინახავთ ავტომატურად ფიქრობთ, რომ მისი მძღოლი პოზიტიური ადამიანია. ამ მამაკაცებმა იციან რა სურთ ცხოვრებისგან და რა გზით უნდა მიიღონ.
ანდრეა ნარიანი