07 დეკემბერი, 2015
როგორ იცვლება ურთიერთობა ღალატის პატიების შემდეგ
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ არ არსებობს სიყვარული ღალატის გარეშე, რაშიც პირადად მე ვერ დავეთანხმები. თუ თქვენ პარტნიორს ღალატს აპატიებთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ვერასდროს დაიბრუნებთ ძველ ურთიერთობას. ფსიქოლოგები გთავაზობენ იმ ცვლილებებს, რომელიც თქვენზე აუცილებლად აისახება.

1. აღარ ენდობით

როგორც არ უნდა სცადოთ, ვეღარ ენდობით. შეიძლება თავი მაქსიმალურად აიყვანოთ ხელში, არ გამოამჟღავნოთ ეჭვიანობა, მაგრამ შიგნიდან დაგღრღნით საშინელი ფიქრები. რამდენჯერაც მესიჯზე პასუხს დაგიგვიანებთ ან ზარს არ აიღებს, იფიქრებთ, რომ სხვა ქალთნ არის. ნერვები გაგიფუჭდებათ.

2. თქვენი თავდაჯერებულობა საპნის ბუშტივით
გასკდება

უმეტესწილად ქალებს ღალატობენ, იმიტომ რომ სასურველები და მიმზიდველები აღარ არიან. ქალები არაჩვეულებრვად აცნობიერებენ ამას და თავდაჯერებულობას კარგავენ. საკუთარ თავს ლამაზად აღარ მიიჩნევენ. დეპრესიაში ვარდებიან. ბევრი მათგანი თავსაც აღარ უვლის.

3. ქალის ლიბიდო ქვეითდება

ბევრი ქალის სექსუალური ცხოვრება ღალატის შემდეგ ნადგურდება. როდესაც ქალი კაცთან წევს სიამოვნებას ვეღარ იღებს, ფიქრობს, რომ მისი პარტნიორი სხვასაც იგივენაირად ეფერება და იმავე სიტყვებს ეჩურჩულება. თავს ერთადერთად არ გრძნობს და შეურაცხყოფილია.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS