ვერძი
- " წადი იქ - არ ვიცი, სად. მოიტანე ის - არ ვიცი რა". მხოლოდ ვერძს შეუძლია ამ დავალებას გაუმკლავდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ სტიმული აქვს.
- "არაფერია დასრულებული მისთვის, ვინც ცოცხალია". ვერძს ვერ გატეხთ. როგორი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, რთული სიტუაციიდან თავს ყოველთვის დააღწევს.
- "თავი ენთუზიაზმისა და ვნების გარეშე - იგივეა, რაც უნაყოფო ხე". ეს
კურო
- კუროს არ უყვარს, როცა წვრილმანი სისულელეებისთვის აწუხებენ ან მისი თანხმობის გარეშე სადღაც გზავნიან. იმისთვის, რომ ადგილზე დარჩებს, უამრავ მიზეზს მოიგონებს. მისი გადარწმუნება რთულია.
- "ცხოვრება არა წლებით, არამედ შრომით იზომება". კუროებს უყვართ და ეხერხებათ კიდეც შრომა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შრომით ღირსეული შედეგი მიიღოს, მაშინ დიდი წარმატებების მისაღწევად, მეტი სტიმული ეძლევა.
- "აქაც იპოვო და არც იქ დაკარგო". კურო ძალიან პრაქტიკული და მოხერხებულია, ცდილობს, სარგებელი არასდროს გაუშვას ხელიდან. გათვლა და გაანალიზება კარგად ეხერხება.
ტყუპი
- " ყველაფერი უკეთესობისთვის კეთდება". ნატურით ოპტიმისტი ტყუპი, ნებისმიერ წარუმატებლობას გამოცდილებად მიიჩნევს და წინსვლისთვის მეტი სტიმული ეძლევა.
- "სჯობს მეტი ნახო, ვიდრე დიდხანს იცოცხლო". ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცნობისმოყვარეები არიან. შთაბეჭდილებებს აღმერთებენ, არ უყვართ სტაბილურობა, ამიტომ ცდილობენ, საინტერესოდ იცხოვრონ, რათა გასახსენებელი ბევრი ჰქონდეთ.
- "წყალში ჩააგდე - თევზთან ერთად იტივტივებს". ტყუპი იღბლიანია. ვაჭრობასა და მოლაპარაკებებში ძალიან უმართლებთ. სწრაფები და მოხერხებულები არიან.
კირჩხიბი
- "ჩემი ოჯახი - ჩემი ციხე-სიმაგრეა". კირჩხიბისთვის ოჯახი საკრალური ადგილია. სწორედ სახლში გრძნობს სრულს თავისუფლებასა და აქ პოულობს სიმშვიდეს.
- "ჯობს იარო და გზად ჩამოჯდე, ვიდრე ირბინო და იწვე". ბუნებით ფრთხილი და აკურატულია, დიდ მოთმინებასა და ამტანობას იჩენს.
- "სრულიად ხავერდოვანი, მაგრამ საცოდავად გამოიყურება" . კირჩხიბების უმრავლესობა დაუცველად მოგეჩვენებათ, თეთრი და ფუმფულა. მაგრამ დგება მომენტი, როცა თავის ძალას გამოავლენს.
ლომი
- "ჭაობში სიწყნარეა, მასში ცხოვრება კი ცუდი". ვერცერთ ლომს ვერ აიძულებთ, სიწყნარესა და რუხ ფერებში იცხოვროს. მათ გარშემო აუცილებლად უნდა იყოს წვეულებები, ნათელი ფერები, ადამიანები და კარგი მუსიკა.
- "მგლების გეშინოდეთ - ტყეში ნუ შეხვალთ". ლომები მამაცები არიან და მშიშრები სძაგთ. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხშირად ისე რისკავს, რომ შედეგზე არ ფიქრობს.
- "ვინც დიდ საქმეზე მიდის, ძაღლის ყეფაზე არ შემობრუნდება". ლომებს აღიარება და პატივისცემა ძალიან უყვართ, კრიტიკას კი არასდროს იღებენ.
ქალწული
- "უსაქმურობა - ჰაერის კვამლით დაბიძურებას ჰგავს". ნამდვილი ქალწური უსაქმურად ვერ გაძლებს. მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობს.
- "გაურკვევლად საუბრობენ, შენ კი გონივრულად გამოიყენე". ქალწულები ყველაფერს ამჩნევენ. შესანიშნავი მეხსნიერება აქვთ და ანალიტიკური აზროვნება შეუძლიათ.
- "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". ვიდრე რაიმეს შეეჭიდება, ასჯერ გაიაზრებს და კარგად გააანალიზებს.
სასწორი
- "კარგი იქ არის, სადაც არ ვართ". სასწორებს ხშირად ჰგონიათ, რომ სადაც არ არიან იქ მეტი მხიარულებაა.
- "დაე, ასე იყოს. თუ არ იქნება, რაღაც მაინც მოხდება". ეს სასწორების გადაუწყვეტავ ხასიათზე მიგანიშნებთ. გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ.
- " გაქცევა ხანდახან გამარჯვებაა". სასწორები მშიშრები სულაც არ არიან, კონფლიქტისგან თავის არიდებით უბრალოდ საქმის გართულებას ერიდებიან. მათთვის ხომ ომი და ბრძოლა მიუღებელია.
მორიელი
- "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ". მორიელებმა ბოროტად დამახსოვრება იციან და შურისმაძიებლები არიან. არ დამშვიდდება, ვიდრე მის მოწინააღდეგეს არ ატკენს.
- "სიცოცხლესა და ნდობას მხოლოდ ერთხელ კარგავენ". თუ მისი ნდობა ერთხელ დაკარგეთ, დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებთ.
- "რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, დანარჩენი კი ბედს მიანდე". მორიელი პერფექციონისტივითაა, ყველაფრის იდეალურად გაკეთება სურს და ფატალურად სჯერა ბედისწერის.
მშვილდოსანი
- "ცხოვრება მთვარეს ჰგავს: ან სავსეა, ან მილეული". ეს გამონათქვამი, მშვილდოსნების ფინანსურ მხარეზეა ნათქვამი. ან სავსეა ან ცარიელი.
- "მოხერხებული მთის მწვერვალზე ავა, მოუხერხებელი კი მთის ძირში დარჩება".
მშვილდოსნები იღბლიანები და მოხერხებულები არიან. გაურკვეველი ძალა ამოძრავებთ, რაც წარმატების მწვერვალებისკენ უბიძგებს.
- "უსამართლოდ ცხოვრება იგივეა რაც დღის სინათლეს გაექცე". მშვიდლოსნები სამართლიანობისთვის მებრძოლად მიიჩნევენ თავს. თვითონ კი საჭირო დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოიტყუებს.
თხის რქა
- "მცირე ძალისხმევა - მოთმინება და შრომა". თხის რქა ძალიან მომთმენი და შრომისმოყვარეა. ყველაფერი სრულყოფილებამდე მიჰყავს, მოთმინების წყალობით დიდ წარმატებებს აღწევს.
- "საკუთარი სიკეთითა და საკუთარი კუზით იცხოვრე". თხის რქა მიჩვეულია დამოუკიდებლობას, გასესხება არ უყვარს, აფასებენ მათ, ვინც მათსავით საკუთარი კუზით ცხოვრობენ.
- "წყალი ქვას დაძრავს". თხის რქის მოთმინება და შეუპოვრობა ნამდვილად შესაშურია.
მერწყული
- "მგლებთან ცხოვრება - მგლური ღმუილი". მერწყული ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. მათ გარშემო ყოველთვის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ტრიალებენ.
- "დათვი ტყეშია, ბეწვი კი გაყიდულია". მერწყულების უმრავლესობა მეოცნებეა. გრანდიოზულ გეგმებს ისახავენ, მათ რეალიზებას კი არ ჩქარობენ.
- "რაიმე სახის უნარი სულელსაც კი აქვს". საიდუმლო არ არის, რომ მერწყული ხშირად სულელად მოგეჩვენებათ, თუმცა ძალიან ნიჭიერი და გენიალურია.
თევზები
- "ღმერთი საყვარელ ადამიანებს სჯის". ნამდვილი თევზები ძალიან მორწმუნე და რელიგიურია, მზად არის მსხვერპლად შეეწიროს.
- "ცხოვრება მხიარულია, საკვები კი არაფერია". ეს თევზების არაპრაქტიკულობასა და ქარაფშუტულ აზროვნებაზე მიუთითებს. დღევანდელი დღით ცხოვრობენ, მომავალზე კი არ ფიქრობენ.
- "მამაცი ერთხელ კვდება, მშიშარა - ათასჯერ". თევზები მშიშრები არ არიან, მაგრამ უმრავლესობა "ათასზე" მეტჯერ კვდება.
პენი ლეინი