06 დეკემბერი, 2015
ძილის რომელი პოზა უნდა შეარჩიოთ სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილის შემთხვევაში
ხშირად, დილით გაღვიძებისას, ნაცვლად განტვირთვისა და სიმსუბუქისა, დაღლილობას გრძნობთ და მოშლილი ხართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე სახის ტკივილი გაწუხებთ და ძილიანობაც გერღვევათ, ამიტომ ეს რომ არ შეგემთხვეთ, მოგიყვებით, როგორ უნდა იძინოთ სწორად, რათა ტკივილებმა არ შეგაწუხოთ და მეტიც, დროთაგანმავლობაში გაქრეს.

წელის ტკივილისას

ძილის პოზის საუკეთესო ვარიანტია - დაწექით ზურგზე, ბალიში მუხლებ ქვეშ დაიდეთ.
ყველაზე ცუდი ვარიანტია - ზურგე, უბალიშოდ წოლა ან ჩაბრუნებული, მუცელზე ძილი.

ბარძაყის ტკივილისას

ძილის საუკეთესო პოზა - დაწექით გვერდზე, ბალიში ფეხებ შორის
მოაქციეთ.
ყველაზე ცუდი პოზა - ზურგზე ან მუცელზე ძილი.

მხრების ტკივილისას

ძილის საუკეთესო პოზა - დაწექით ზურგზე, ხელები დაბლა დაუშვით, ისე, რომ ბალიში ოდნავ მოექცეს მხრების ქვეშ; ან დაწექით გვერდზე და ეცადეთ სიმძიმე მტკივან მხარზე არ გადაიტანოთ. 
ყველაზე ცუდი პოზა - გვერდზე, უბალიშოდ ძილი.

კისრის ტკივილისას

ძილის საუკეთესო პოზაა - გვერდზე ან ზურგზე წოლა, კისერი მოხრის ადგილში ბალიშით ან პირსახოცის გრაგნილით შეავსეთ.
ყველა ცუდი პოზა - მუცელზე ძილი.

ყბის, კბილის, საფეთქლის მიდამოში ან თავის ტკივილის დროს

ძილის საუკეთესო პოზა - ზურგე წოლა, დაშვებული ხელებით. ისეთი ბალიში შეარჩიეთ, რომელიც თავის ფორმას ადვილად იღებს.
ყველაზე ცუდი პოზა - ზურგზე წოლა, თავქვეშ ამოწყობილი ხელებით; მუცელზე ძილი.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS