1 ეტაპი - შეფასება
კაცი საგულდაგულოდ აფასებს ქალის ფიზიკურ მონაცემებს. მისთვის ქალის გარეგნობა მნიშვნელოვანია.
2 ეტაპი - შეყვარება თუ ინტერესი?
კაცს იშვიათად უყვარდება, მის გრძნობას ინტერესი უნდა დავარქვათ. კაცი ინტერესდება ისეთი ქალით, რომელმაც თავად გამოამჟღავნა სითბო ან რადიკალური სიცივე. მამაკაცი იწყებს მსუბუქი ფლირტით, ქალის ყურადღების მისაქცევად მისი რამდენიმე მზერაც კი საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცური ინტერესი ცვალებადია და მას ვერ დაეყრდნობით.
3 ეტაპი
თუ ქალი კაცის ინტერესს პასუხობს, მამაკაცი მასზე ზრუნვას იწყებს: ჩუქნის საჩუქრებს, ხშირად ურეკავს და წერს, აცილებს სახლამდე ან მიჰყავს სამსახურში. სასაცილოა, რომ ამ სტადიაზე ქალი უკვე მასთან ერთად საცხოვრებლად მზად არის, მაშინ როცა კაცს ჯერ კიდევ არ უყვარს.
4 ეტაპი - გადამოწმება
მამაკაცი ქალის სიყვარულს ამოწმებს. კაცი იქამდე არ შეიყვარებს ქალს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მისი სიყვარული უანგარო და გულწრფელია. კაცს ტკივილის ეშინია, შესაბამისად მაქსიმალურად გაურბის იმედგაცრუებას.
5 ეტაპი - შეჩვევა ან თავის დახსნა
ამ ეტაპზე მამაკაცი ქალს შორდება ან მასთან რჩება. თუ კაცისთვის ქალთან ყოფნა კომფორტულია და ამ დროის განმავლობაში შეეჩვია თავის ყოველდღიურობაში ამ ქალის არსებობას, დიდი ალბათობით წასვლას დარჩენას ამჯობინებს. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ის ნამდვილად შეყვარებულია.
ანდრეა ნარიანი