გთავაზობთ გენიალური მწერლის რჩევებს, ადამიანის, რომელსაც კარგად ესმოდა რა არის ცხოვრებისეული პრობლემები.
1. ყური უგდე ბავშვს, რომელიც ოდესღაც იყავი და ჯერ კიდევ შენში ცხოვრობს. როცა ჩვენში არსებულ, შინაგან ბავშვს მოვუსმენთ, ჩვენი თვალები გაბრწყინდება. თუ ამ ბავშვთან კავშირს არ გაწყვეტთ,
2. მშვიდად იყავი. სიკვდილი იმაზე ძნელია, ვიდრე გეჩვენება.
3. ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი საშუალებაა - მოგონებებს ტანჯვის უფლება არ მისცეთ.
4. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარია - შიშის მართვა შეგეძლოს; წყვილის თანაცხოვრებისას კი მთავარია, მოწყენილობას გაუმკლავდე.
5. მთავარი ის კი არ არის, რომ შენ არ გჯერა, მთავარი ისაა, რომ ღმერთს სჯერა შენი.
6. ქუდს არ ვატარებ, რათა ვინმეს წინაშე მისი მოხდა არ მომიხდეს.
7. სინამდვილეში არც ერთი გიჟი, გიჟი არ არის, თუ მათ დასკვნებსა და არგუმენტებს მოისმენთ.
8. თუ რაიმე საქმეს ქალი უძღვება, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ქალები სამყაროს მართავენ.
9. უდიდეს კატასტროფებს, ყოველთვის დიდი სიმდიდრე მოჰყვება. ეს აიძლებს ადამიანს ცხოვრება განაგრძოს.
10. გახსოვდეს - არასდროსაა გვიანი.
11. სჯობს უდროო დროს მიხვიდეთ, ვიდრე მიწვევას დაელოდოთ.
12. შერიგების მომენტი დიდ მეგობრობაზე მეტია.
13. თუ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით, ვეღარსად გაექცევით - ვერც ერთი კვირის, ვერც ერთი თვის და ვერც ერთი წლის შემდეგ.
14. ვიდრე ამ სასწაულს არ გამოცდი, თავს სიკვდილის უფლება არ მისცე - საყვარელი ადამიანის გვერდით გეძინოს.
15. გაიღიმე, უბედურებას სიამოვნებას ნუ მიანიჭებ.
პენი ლეინი