06 დეკემბერი, 2015
არსებობს თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა
ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც უსვამს საკუთარ თავს კითხვას: ,,არსებობს ქალსა და კაცს შორის ნამდვილი მეგობრობა?" ზოგიერთ ჩვენგანს ალბათ ახსენდება ფრაზა: ,,ქალის და კაცის მეგობრობას ეჭვქვეშ აყენებს დაღამება..." მოდით განვიხილოთ საწინააღმდეგო სქესის მეგობრობა ასაკის მიხედვით.

ბავშვობა...


ბავშვობაში ბიჭები და გოგონები კარგად უგებენ ერთმანეთს. შეუძლიათ, ერთად ითამაშონ ფეხბურთი, დაჭერობანა, ომობანა, შეღებონ ღობე, ჩაიდინონ სისულელე. მაგალითად, სოფელში შემთხვევით დაწვან თივის ზვინი, ისე რომ არც კი ინანონ.

თინეიჯერობა...

თინეიჯერობისას საუბრობენ ფილოსოფიურ თემებზე, ერთმანეთს ,,კაცის" და ,,ქალის" მსოფმხედველობას ანახვებენ.

20
წელს გადაცდნენ...

ამ დროს გოგონაც და ბიჭიც მეტნაკლებად ჩამოყალიბებულია და ნამდვილ მეგობრებს იძენს. ისინი გაჭირვებაში ერთმანეთს ეხმარებიან, საოცარი სულიერი სიახლოვე აკავშირებთ და დიდ დროს ატარებენ ერთად. იგრძნობა ფიზიკური ლტოლვა, მაგრამ შეუძლიათ თავის შეკავება.

30 წელს გადაცდნენ...

ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და შედარებით იშვიათად ნახულობენ ერთმანეთს, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის უხილავი ძაფია გაბმული. ეს ძაფი გამუდმებით ერთმანეთისკენ იზიდავს მათ. მაშინაც კი თუ ერთი წელია ერთმანეთს არ შეხვედრიან, მათ შორის გაუცხოება არ იგრძნობა. საუბრობენ ისე, როგორც წყვილი, რომელიც ერთად ცხოვრობს. მალული ვნება არ გამქრალა...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS