შობის დღესასწაული ახლოვდება. მაკალისტერების ოჯახი არდადეგებზე პარიზში მიემგზავრება. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი კი სახლში რჩებათ. დილას გაღვიძებულ კევინს სახლი ცარიელი ხვდება. ერთ დღეს კევინი შეამჩნევს რომ ყაჩაღები მისი სახლის გაქურდვას აპირებენ და გადაწყვეტს, რომ სახლი დაიცვას. ფილმში უამრავი სასაცილო მომენტებია. შეგიძლიათ უყუროთ ,,მარტო სახლშის" მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებსაც.
2. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა - How The Grinch stole Christmas

გრინჩი უცნაური ბავშვი იყო, სხვა ელფებისგან განსხვავებით მას მწვანე, თმიანი კანი ჰქონდა, ამიტომ
3. About a boy - ბიჭის შესახებ

უილ ფრიმანი 40 წლის არის, მაგრამ ოჯახი არ ჰყავს. მისი ცხოვრება ცარიელია. ერთ დღეს შემთხვევით პატარა ბიჭს გაიცნობს. ბავშვს სკოლაში პრობლემები აქვს და არც დედამისს ესმის მისი. უილი და ბიჭუნა ერთმანეთს დაეხმარებიან.
4. 4 christmas - 4 შობა
ბრედი და ქეითი სამი წელია ერთად არიან. წყვილმა გადაწყვიტა ერთმანეთის მშობლები გაიცნოს. სირთულე იმაშია, რომ ბრედის და ქეითის დედ-მამები გაშორებულები არიან, ამიტომ შეყვარებულებს საშობაოდ ოთხი სხვადასხვა ოჯახის მონახულება უწევთ.
5. It’s a wonderful life - ეს საოცარი ცხოვრებაა

ჯორჯ ბეილი პატიოსანი კაცი და კარგი მამაა. მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგება. ჯორჯმა შეიძლება თავი ციხეში ამოჰყოს. ბეილი დარდობს თავის ოჯახზე და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ღმერთი მის დასახმარებლად ანგელოზს გზავნის.
6. ყველაფერი რაც უნდა ახალი წლისთვის -All she wants for christmas
ქალი ცდილობს დახურვისგან გადაარჩინოს სათამაშოების მაღაზია, რომელშიც მუშაობს. ამასთან ერთად ის რომანს აბამს ახალ, იდუმალ თანამშრომელთან.
7. ელფი - Elf

სანტა თავის ერთ-ერთ ადამიან-ელფს ნიუ-იორკში წასვლის უფლებას აძლევს, იმისთვის რომ საშობაოდ თავისი ნამდვილი ოჯახი იპოვოს. ელფის ცხოვრებაში თავგადასავლებოითა და კურიოზებით სავსე ეტაპი იწყება.
რადა მახარაძე