1. ხელახლა დაგიპყრობენ და გულს გატკენენ
კაცი გულისტკივილზე მეტად თავს დამცირებულად გრძნობს, როცა მისგან მიდიხართ. თუ მას არ უყვარხართ ან უყვარხართ, მაგრამ სულმდაბალი ადამიანია, აუცილებლად შურს იძიებს თქვენზე. მოიქცევა იდეალური მამაკაცივით, თავიდან დაიპყრობს თქვენ გულს, აგავსებთ საჩუქრებით, გაგაბედნიერებთ, შემდეგ გი მოულოდნელად მიგატოვებთ.
2. გაავრცელებს თქვენს ეროტიკულ ფოტოებსა და ვიდეოებს
რაც უფრო ხანგრძლივი იყო თქვენი რომანი, მამაკაცს მით მეტი მასალა აქვს დაგროვებული.

3. რომანს თქვენს დაქალთან გააბამს
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი დაქალი არასდროს გიღალატებთ, თავიდან დაფიქრდით ამ თემაზე. თუ მამაკაცს გარეგნობა ხელს უწყობს, აქვს ფული და კარგი იუმორი, ნებისმიერი ქალის დაპყრობას შეძლებს. თქვენი დაქალიც არ იქნება გამონაკლისი. წინასწარ გაესაუბრეთ მეგობრებს და ძალიან სთხოვეთ, რომ თქვენს ყოფილთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტონ.
4. ეცდება, სამსახური დაგაკარგვინოთ
მიტოვებული კაცი მაქსიმალურად ეცდება, რომ სამსახური დაგაკარგვინოთ. პირველ რიგში, ის რეგულარულად ივლის თქვენს ოფისში და სკანდალებს მოაწყობს. იმის შემდეგ რაც, დაცვა აღარ შემოუშვებს სხვა გზებს მიმართავს: საჩივრის წერილებს გაუზავნის თქვენს უფროსს, განხეთქილების ვაშლს ჩააგდებს თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის. თუ გავლენიანია, თავის კავშირებს გამოიყენებს. მოკლედ, ცხოვრებას გაგიმწარებთ.
რადა მახარაძე