05 დეკემბერი, 2015
როგორ დავასრულოთ ურთიერთობა, რომელიც ტკივილს გვაყენებს
სამწუხაროდ, არა ერთი ქალი ხდება მტანჯველი ურთიერთობის მსხვერპლი. შეყვარებულ ქალებს უმეტესწილად სჯერათ, რომ თუ მამაკაცს კიდევ ერთ შანსს მისცემენ, ის აუცილებლად გამოსწორდება. ლოდინში მთელი ცოხვრება გადის... ზოგიერთი ჩვენგანი ხვდება, რომ დროა რომანს წერტილი დაუსვათ.

როგორ დავასრულოთ ურთიერთობა?

1.
გააცნობიერეთ, რომ კაცს არ უყვარხართ

შეყვარებული კაცი საყვარელ ქალს უფრთხილდება, მის მოსაზრებას პატივს სცემს, არ ანერვიულებს და არ ატირებს. რატომ ჩერდებით იმ მამაკაცის გვერდით, რომელსაც არ უყვარხართ? იქნებ კაცი, რომელსაც თქვენი გაბედნიერება შეუძლია, სადღაც არსებობს და თქვენთან შეხვედრას
ელოდება?

2. აწონ-დაწონეთ უფრო გაუბედურებთ თუ გაბედნიერებთ

ქალებს ჰგონიათ, რომ თუ კაცი ხანდახან აბედნიერებთ, მასთან უნდა იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს თვეში ერთხელ გაღიმებას თუ დანარჩენ დღეებს ტირილში ატარებთ? სცადეთ მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრება და აღმოაჩენთ, რომ მარტო უკეთესად გრძნობთ თავს.

Rating

3. ნუ გეცოდებათ საკუთარი თავი

სანამ საკუთარი თავი გეცოდებათ ,,ტყვეს" პოზიციაში ხართ. თქვენ არავინ გაიძულებთ კაცთან დარჩენას. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უგუნური და თქვენთვის მავნე.

4. მოემზადეთ ფინანსურად

თუ ფულს არ გამოიმუშავებთ და მიჩვეული ხართ, რომ მამაკაცი თქვენს მაგივრად ყველა პრობლემას აგვარებს, შეიცვალეთ ცხოვრებსი წესი. სასწრაფოდ იპოვეთ სამსახური და სცადეთ გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებლად მიიღოთ.

Rating

5. უნდა თქვათ სიტყვები: მე შენგან მივიდვარ
რომანს წერტილი თავად უნდა დაუსვათ. ნუ მისცემთ კაცს ბოლო სიტყვის უფლებას. თუ მიგატოვებენ თვითშეფასება გაგიუარესდებათ, მაგრამ თუ თავად წახვალთ - თავდაჯერებულობას იგრძნობთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS