05 დეკემბერი, 2015
მანდარინის ქერქისგან მომზადებული გამაჯანსაღებელი ლიქიორი საახალწლოდ
მანდარინის სამშობლო იაპონიაა. დღესდღეობით მანდარინი გავრცელებულია შავი ზღვისპირა ქალაქებშიც. მანდარინის ნაყოფი ძალიან დასაფასებელი დიეტური პროდუქტია. გაგიუმჯობესებთ მადიანობას, მოგიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ამდიდრებს. მანდარინის ქერქი მრავალი წამლის, სიროფების, ნაყენებისა და ექსტრაქტებისთვის გამოიყენება. ნაყოფს ანტიცურავანდული და ფუნგიციდური მოქმედება აქვს.
კანის მძიმე დაზიანებების დროს, მანდარინის ქერქი მოგირჩენთ მტკივან ნაწილებს.

ახლა კი გთავაზობთ საახალწლოდ მოსამზადებელ მანდარინის ლიქიორს

მანდარინის ლიქიორი - ალკოჰოლური სასმელია, რომელიც მანდარინის ქერქისა და ალკოჰოლისგან მზადდება.
ლიქიორი ქარვისფერია, მწიფე მანდარინის მსუბუქი არომატით.
მისი შემცველობის 40% სპირტია.
მანდარინის ლიქიორი შეგიძლიად გამოიყენოთ როგორც პირდაპირ ან კოქტეილის სახით, ისე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, ზღვის პროდუქტებსა და დესერტებს.

მოამზადეთ მანდარინის ლიქიორი სახლის პირობებში:

ლიქიორი მზად იქნება 5-6 დღეში.

ინგრედიენტები:

1. სახლში გამოხდილი არაყი - 0,5 ლ;

2. მანდარინი - 1 კგ;

3. შაქარი - 250გრ;

4. წყალი - 300 მლ.

რეცეპტი:

1. გარეცხეთ მანდარინი თბილი წყლით, გააშრეთ და ქერქთან ერთად დაჭერით;

2. მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და დაახურეთ. 1-2 დღეს ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ;

3. წყალი და შაქარი ქვაბში აურიეთ, ადუღეთ 6-8 წუთს დაბალ ცეცხლზე, მოხსენით თეთრი ქაფი. შემდეგ გადმოგდით და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე;

4. გაფილტრეთ მანდარინის ნაყენი ეგრეთწოდებული "მარლას" საშუალებით. ლიქიორის მომზადებისას ნაყოფის რბილობი აღარ გამოიყენება.

5. აურიეთ შაქრის სიროფი და მანდარინიანი არაყი. მზა ლიქიორი 3-4 დღეს მაცივარში შეინახეთ.

მანდარინის საახალწლო სასმელი მზად არის. ისიამოვნეთ ლიქიორით და გაიჯანსაღეთ ცხოვრება.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS