გაგიკვირდებათ და 40 წლის წინ ირანი სულ სხვანაირი ქვეყანა იყო. თუ იმდროინდელ ჟურნალებს გადახედავთ - ჰიჯაბს ვერსად დაინახავთ, არავითარი მორიდება და შიში თვალებში.
ასე გამოიყურებოდა ირანული ჟურნალის -Sepid o Siah-ის სხვადასხვა ნომერი - 1974-1977



რამდენიმე ძალიან თამამ ფოტოსაც იხილავთ, რაც დღევანდელ ირანში ყოვლად დაუშვებელია - მოკლე შორტები, მოკლე მაისურით ნახევრად დაფარული სხეული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამომწვევი მაკიაჟი.

მაშინდელი ირანული ჟურნალები ნაკლებად განსხვავდებოდა ევროპული ჟურნალებისგან.

სამყაროს ამ კუთხეშიც იცოდნენ პინაპის შესახებ.

ეს კი ჟურნალ Vogue -ს 1969 წლის ნომერია. ეს იყო თემატური გამოშვება, გადაღებები კი სწორედ ირანში მიმდინარეობდა. გადაღებებზე მუშაობდა მოდისინდუსტრიის ფოტოხელოვნების ნამდვილი გურუ - ჰენრი კლარკი.
გადაღების მთავარი ადგილები - ისპაჰანი, შირაზი და პერსეპოლისი იყო.

არავითარი ვულგარულობა!


ამ ყველაფრის შემდეგ, 1979 წელს ირანში მუსულმანური რევოლუცია დაიწყო - ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო ისლამური სახელმწიფოს წოდება. ისჯება ქალის დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობა ან საზოგადოებაში ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა. ზოგიერთი თავის დაღწევას ადვილად ახერხებს, ვისაც არ უმართლებს ამწეზე კიდებენ.
დღესდღეობით ირანში ჰიჯაბს მანეკენებიც ატარებენ. თუ მოვაჭრე დრეს-კოდს დაარღვევს, გაფრთხილებას აუცილებლად მიიღებს, განმეორების შემთხვევაში გასამართლდება სასამართლოს მიერ.

ადგილობრივი მცხოვრებლები მოქმედი კანონმდებლობის მიმართ სხვადასხვაგვარად არიან განწყობილნი. ერთნი კანონს უსიტყვოდ ემორჩიელბიან, მეორენი ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვიან.
საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ?
პენი ლეინი