05 დეკემბერი, 2015
აი, ასე გამოიყურებოდა ირანული ჟურნალები 40 წლის წინ - არავითარი ჰიჯაბი და ბურქა
დღეს ირანსა და სხვა მუსულმანურ ქვეყნებში დასავლეთ ევროპის გავლენა არა მხოლოდ არ მიიღება, არამედ სასტიკად იკრძალება. ირანელი ქალისთვის დაუშვებელია საზოგადოებაში შიშველი თავით გამოჩენა. თუმცა მიუხედავად სასტიკი აკრძალვებისა, ზოგიერთი ირანელი ქალი მაინც იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად და სოციალურ ქსელში ჰიჯაბის გარეშე ჩნდებიან.

გაგიკვირდებათ და 40 წლის წინ ირანი სულ სხვანაირი ქვეყანა იყო. თუ იმდროინდელ ჟურნალებს გადახედავთ - ჰიჯაბს ვერსად დაინახავთ, არავითარი მორიდება და შიში თვალებში.

ასე გამოიყურებოდა ირანული ჟურნალის -Sepid o Siah-ის სხვადასხვა ნომერი - 1974-1977
წლებში.
Rating
Rating
Rating
რამდენიმე ძალიან თამამ ფოტოსაც იხილავთ, რაც დღევანდელ ირანში ყოვლად დაუშვებელია - მოკლე შორტები, მოკლე მაისურით ნახევრად დაფარული სხეული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გამომწვევი მაკიაჟი. 

Rating
მაშინდელი ირანული ჟურნალები ნაკლებად განსხვავდებოდა ევროპული ჟურნალებისგან.


Rating

სამყაროს ამ კუთხეშიც იცოდნენ პინაპის შესახებ.
Rating

ეს კი ჟურნალ Vogue -ს 1969 წლის ნომერია. ეს იყო თემატური გამოშვება, გადაღებები კი სწორედ ირანში მიმდინარეობდა. გადაღებებზე მუშაობდა მოდისინდუსტრიის ფოტოხელოვნების ნამდვილი გურუ - ჰენრი კლარკი.
გადაღების მთავარი ადგილები - ისპაჰანი, შირაზი და პერსეპოლისი იყო.
Rating

არავითარი ვულგარულობა!

Rating
Rating

ამ ყველაფრის შემდეგ, 1979 წელს ირანში მუსულმანური რევოლუცია დაიწყო - ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო ისლამური სახელმწიფოს წოდება. ისჯება ქალის დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობა ან საზოგადოებაში ჰიჯაბის გარეშე გამოჩენა. ზოგიერთი თავის დაღწევას ადვილად ახერხებს, ვისაც არ უმართლებს ამწეზე კიდებენ.

დღესდღეობით ირანში ჰიჯაბს მანეკენებიც ატარებენ. თუ მოვაჭრე დრეს-კოდს დაარღვევს, გაფრთხილებას აუცილებლად მიიღებს, განმეორების შემთხვევაში გასამართლდება სასამართლოს მიერ.
Rating
ადგილობრივი მცხოვრებლები მოქმედი კანონმდებლობის მიმართ სხვადასხვაგვარად არიან განწყობილნი. ერთნი კანონს უსიტყვოდ ემორჩიელბიან, მეორენი ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვიან.

საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ?

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მე
ისე წარმოშობით ირანელი ვარ, ირანელიც და ქართელიც, კარგია რომ ირანში არ ვცხოვრობ, ვფიქრობ ეს კანონი სიგიჟეა.
23:00 / 17-01-2018
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ამაზე იყო ანეკდოტი, - გარდაქმნას ბოზობაში ნუ ურევო :)))))))))))))))). გადააჭარბეს ირანელებმა, თუმცა იმ დროისთვის ირანისთვის ეს მეტისმეტი გამოწვევა იყო.
19:06 / 05-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS