04 დეკემბერი, 2015
როგორი იქნება 2016 წელი მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის
2016 წელს ცეცხლოვანი მაიმუნი განკარგავს, რომელიც საკუთარი ნიშნის წარმომადგენლის მიმართ საკმაოდ ლოიალურად განეწყობა. ის მაიმუნის წელში დაბადებულებს ახალ შთაბეჭდილებებს, მოგზაურობასა და ახალ ურთიერთობებს ჰპირდება. მაიმუნებს რისკი უყვართ, ამიტომ უამრავი წარმატების შანსი ეძლევათ. ამ ნიშნისნისთვის დამახასიათებელი გადამეტებული არასერიოზულობა კი მცირე უსიამოვნებებს შეუქმნის, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე პირად ან პროფესიულ საქმიანობას ეხება.

2016 წლისთვის მაიმუნის მთავარი ღირებულება ინფორმაციაა, რომლის შესაფერისი გამოყენება მიზნის მიღწევაში დაეხმარება. 2016 წელი შესანიშავია შემოქმედებითი პროექტების, არასტანდარტული და გიჟური იდეების განსახორციელებლად. იღბლიანი ბორბალი მაიმუნების
სასარგებლოდ დატრიალდება.

მაიმუნის წლები: 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028.

პიროვნული მახასიათებლები: გამჭრიახი გონება, ოპტიმისტი, ამბიციური, გულუხვი, საზრიანი და მოქნილი.

შესაფერისი პროფესიები: ბანკირი, მეცნიერი, ინჟინერი, რეჟისორი, სპორტსმენი.
სიყვარული და ურთიერთობები

მაიმუნებისთვის 2016 წელი საუკეთესო პერიოდია დასაოჯახებლად. ამ პერიოდში ქორწინება, ჰარმონიულ და რომანტიკულ ურთიერთობას გპირდებათ. უკვე დაქორწინებულებს ცეცხლოვანი მაიმუნი - რომანტიკული ურთიერთობის აღსადგენად და გრძნობების გასაახლებლად ერთობლივ მოგზაურობას ურჩევს.

ჯანმრთელობა

ცეცხლოვანი მაიმუნი 2016 წელს მაიმუნის წელში დაბადებულებს მტკიცე ჯანმრთელობას და მთელი წლის განმავლობაში არაჩვეულებრივ განწყობას შეუნარჩუნებს. მათ გაციებაც კი არ შეაწუხებთ.

სამსახური და კარიერა

მათთვის, ვინც სამსახურის ძიებაშია 2016 წელი ძალიან წარმატებული იქნება. არაუგვიანეს ივნისისა, სასურველ სამსახურს იშოვიან, მაღალი ანაზღაურებით. ამასთან, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში რეკომენდებული არ არის პროექტების დამოუკიდებლად წამოწყება. მაგრამ გუნდური მუშაობითა და სანდომიანი პარტნიორის დახმარებით, თქვენი გეგმები წარმატებულად განხორციელდება.

ფინანსები

2016 წელი ძალიან დიდ ფინანსურ სახსრებს ვერ დაგპირდებათ, მაგრამ სტაბილური ნამდვილად იქნება. ამ წელს უმჯობესია უმიზნოდ ფულის ხარჯვას მოერიდოთ, შემოსავლებს გაუფრთხილდეთ და საცხოვრებლის გამოკეთებაზე იზრუნოთ.
ქალ მაიმუნებს შეუძლიათ თავს სასურველი სამკაულებით ასიამოვნონ. წარმატებული შენაძენი გამოგივათ.

შეგიძლიათ, უყოყმანოდ გაასესხოთ ფული, მეგობრებსა და კოლეგებზე. მევალეები ვალს პატიოსნად დაგიბრუნებენ, ამასთან თქვენი სოციალური პოზიცია გამყარდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS