04 დეკემბერი, 2015
5 ქალაქი, სადაც ახალ წელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ
ახალი წელი საოცარი დღესასწაულია. ამბობენ, როგორც ახალი წლის ღამეს შეხვდები, ისე აეწყობა მთელი წელიო, სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს ბედნიერი იყოს. იცვამენ ლამაზად, განსაკუთრებულ ვარცნილობას იკეთებენ, აწყობენ სამეფო სუფრას, იღებენ სტუმრებს, ერთმანეთს სიყვარულითა და საჩქურებით ავსებენ. წარმოგიდგენთ 5 ქალაქს, სადაც ახალ წელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა შეხვდეთ.

1. ნიუ-იორკი

New York City Times Square
ტაიმ სკვერზე მილიონობით ადამიანი იკრიბება და ერთად აღნიშნავს ახალი წლის მოახლოებას. ციდან ტონობით კანფეტებს ყრიან, ისმის მუსიკა, უცნობებიც კი ერთმანეთს ეხვევიან, ცეკვავენ. შენობებზე გამოკრულ უშველებელ ტელევიზორებში პირდაპირი ეთერით
გადის ტაიმს სკვერზე მიმდინარე მოვლენები, ასე რომ შეიძლება, თქვენი თავი დაინახოთ. ეწყობა დაუვიწყარი ფეიერვერკი.

2. ედინბურგი

Edinburgh Scotland Fireworks
ედინბურგში საახალწლოდ სპეციალურად ჩადიან. აქ იკრიბებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მომღერლები. ქუჩებში იმართება ტრადიციული ცეკვების სანახაობა, რომელშიც თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ. ზუსტად თორმეტ საათზე ეწყობა განსაკუთრებული ფეიერვერკი. მას სხვადასხვა ფორმები აქვს, ხანდახან მთელ სიუჟეტსაც კი ასახავს. ზამთარში ედინბურგის მდინარეები იყინება და მასზე ძაღლების შეჯიბრება იმართება. ასევე პოპულარულია მდინარეზე ფიგურული სრიალი.

3. სიდნეი

Sydney Australia Fireworks
სიდნეიში ახალ წელს ყველა ეწევა ადგილობრივ გამაბრუებელ ბალახს, ქუჩებში ციდან ცვივა ყვავილები, უშვებენ ფერად-ფერად ბოლს, განათებულია ქალაქის ყველა კუთხე-კუჭული, სანაპირო გადაჭედილია მოცეკვავე ხალხით, უფასოა ზოოპარკში შესვლა.

4. პარიზი

Paris France Fireworks
ეიფელის კოშკის სიახლოვეს დაუვიწყარი ლაზერშოუ და ფოიერვერკი ეწყობა. ხალხი მიმოფანტულია საახალწლოდ მორთულ ბარებში, კლუბებსა და რესტორნებში. სენაზე გემები დაცურავს, რომელიც სტუმრებს რომანტიკულ ვახშამსა და გემოვნებიან მუსიკას სთავაზობს.

5. დუბაი

126.jpg (640×426)
ტურისტების აზრით, ყველაზე შთამბეჭდავი ფეიერვერკი დუბაიში იმართება. დუბაის ფეიერვერკი დიდხანს გრძელდება და მრავალფეროვანია. სასტუმროებში გაჩაღებული ჟრიამული დილამდე გრძელდება. ქუჩები ლამაზად არის მორთული. ყველაფერი ანათებს, ჩვეულებრივი ბოძით დაწყებული ვიტრინებით დამთავრებული.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS