03 დეკემბერი, 2015
5 ანიმე, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ
,,ანიმე" იაპონური ანიმაციაა. ჩვეულებრივი მულტიპლიკაციური ფილმისგან განსხვავებით, შეხვდებით საბავშვო, თინეიჯერულ ან უფროსებისვის განკუთვნილ ანიმეებს, სწორედ ამიტომ ის დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით მოთხოვნადია სამი ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია და რომანტიკა. წარმოგიდგენთ 5 ძალიან საინტერესო ანიმეს, რომელიც დაგაფიქრებთ, ემოციებით აგავსებთ, გაცინებთ და აგატირებთ.

1. საყვარელი კომპლექსი - Lovely Complex

სიუჟეტი მოგვითხრობს კლასელებზე: რისა კოიზუმი სკოლაში ყველაზე მაღალი გოგოა. იაპონიაში იშვიათად ნახავთ 172 სმ ქალს. აცუში ოტანი მხიარული მოზარდია. ჩვეულებრივ იაპონელ ბიჭზე ცოტათი დაბალი - 156სმ. სიმაღლეში ამხელა სხვაობა
თინეიჯერებს მეგობრობაში ხელს არ უშლის. ზაფხულში რისას ცხოვრებაში მაღალი და სიმპათიური კაცი - მასწავლებელი გამოჩნდება, რომელიც მომენტალურად უყვარდება. სიყვარული აცუშისაც ეწვევა. მეგობრები გადაწყვეტენ ერთმანეთს ინტერესის ობიექტის მოხიბვლაში დაეხმარონ. ეს შემთხვევა რისასა და აცუშის განსაკუთრებით დაახლოვებს. გოგონას კლასელისადმი გრძნობები უჩნდება... გამოუტყდება თუ არა რისა ოტანის გრძნობებში? ვისზეა შეყვარებული აცუში? რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები? ამას ანიმეში იხილავთ.

2. ნანა - Nana

Rating
ნანა კომაცუ პატარა, ცივ, მშობლიურ ქალაქს ტოვებს და ტოკიოში შეყვარებულთან საცოხვრებლად მიდის. მგზავრობისას სრულიად შემთხვევით იდუმალ სეხნიას გაიცნობს. უცნობი გოგონა პანკია. ნანასა და ნანას შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება. მატარებლის გაჩერებისთანავე გოგონები ერთმანეთს დაუმშვიდობებლად დაშორდებიან, მაგრამ ცხოვრება კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს, იმის შემდეგ რაც კომაცუს შეყვარებული მასთან ერთად ცხოვრებაზე უარს განაცხადებს. ნანას განგება არა ერთ სიურპრიზს უმზადებს. ის რომანს ჯერ 17 წლის დრამერთან, შემდეგ კი ძალიან ცნობილ მომღერალთან გააბამს.

3. არ დანებდე... -Skip beat 

Rating
კიოკო მოგამი 5 წლის ასაკში დედამ მიატოვა. მეზობლებთან დატოვა და მის წასაყვანად აღარ დაბრუნებულა. კიოკო ადგილობრივი სასტუმროსა და რესტორნის მფლობმა თავის შვილ შოთარო ფუვასთან ერთად გაზარდა. მშობლები შოთაროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, სანამ ფუვა მომავალს სულ სხვაგვარად გეგმავდა. მას არ სურდა ოჯახის ბიზნესის გაძღოლა, მომღერლობისკენ მიუწევდა გული. კიოკო შოთაროზე უგონოდ იყო შეყვარებული, სწორედ ამიტომ ფუვამ გოგონას ტოკიოში წაყოლა სთხოვა. კიოკომ სკოლას თავი დაანება, ბარგი ჩაალაგა და დაუფიქრებლად გაჰყვა შეყვარებულს. სანამ კიოკი რამენიმე სამსახურში მუშაობდა და ფულს შოულობდა, შო კარიერას იკეთებდა. საბოლოო ჯამში კიოკი მონა-მოსამსახურედ იქცა. დიდების ზენიტში მოხვედრილ შოთაროს კიოკო გადაუყვარდა და სხვა გატაცება გაუჩნდა. ერთ დღეს კიოკო ამის შესახებ იგებს... გაინტერესებთ რა მოხდება? აუიცილებლად უყურეთ ანიმეს.

4. მოგწვდე შენ... - Kimi ni Todoke
Rating
სავაკო კარონუმა ძალიან მორცხვი გოგონაა. კლასელებმა სადაკო შეარქვეს. სადაკო საშინელებათა ფილმის გმირია, რომელიც ადამიანებს ხოცავს. კარონუმას მეგობრები არ ჰყავს, მისი ცხოვრება ერთფეროვანი და უბრალოა. ერთ დღეს ყველაფერი იცვლება... სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი, კაზეიაკა, მასთან დამეგობრებას გადაწყვიტავს. სავაკო მომენტალურად ყურადღების ცენტრში ექცევა, უნჩდება მტრები და კეთილისმსურველები.

5. Peach girl

Rating
მომო ადაჩის მსუბუქი ყოფაქცევის გოგოდ აღიქვამენ ექსტრეავაგანტული გარეგნობის გამო: გარუჯული კანი, გრძელი ჟღალი თმა, ლამაზი ქალური ფორმები და სწორი ფეხები. გოგონებში ძალიან პოპულარული ბიჭი - კაირი ჭორებს ადაჩის გაუვრცელებს. თითქოს მას და მომოს ფიზიკური სიახლოვე აკავშირებთ. ყველაფერი განსაკუთრებით რთულდება, როდესაც კაირი ტყუილს სიმართლედ აქცევს და აუზზე მომოს ტუჩებში აკოცებს. მომო ბავშვობიდან თანაკლასელ თოჯიზეა შეყვარებული. მალევე ირკვევა, რომ არც თოჯია მომოსადმი გულგრილი. მოახერხებენ თუ არა თოჯი და ადაჩი ურთიერთობის აწყობას? ვინ შეიძლება იქცეს მომოს ყველაზე დიდ მტრად? დაანებებს თუ არა თავს კაირი მომოს... წინ ძალიან საინტერესო და ჩახლართული სერიები გელოდებათ.

თათული ღვინიანიძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS