03 დეკემბერი, 2015
3 ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანი
ყველა ადამიანს სურს რომანტიკა მისი ცხოვრების ნაწილი იყოს. ვის არ ესიამოვნება ვარდის ფურცლებით მორთული საწოლი, ვახშამი სანთლის შუქზე, სასიამოვნო მუსიკა, შამპანიური და სიყვარულში გამოტყდომა. თუმცა ყველა ადამიანს როდი ეხერხება საყვარელი ადამიანის ასე განებივრება და სიყვარულის რომანტიკულად აღიარება. ზოდიაქოს 12 ნიშნიდან, გამოვყოფთ იმ სამ ნიშანს, რომელთაც ყველაზე მეტად იზიდავთ რომატიკული ურთიერთობები:

3. ლომი

ეს დახვეწილი და გემოვნებიანი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, აღიარებული საყვარლები არიან. სწორედ ისინი იპყრობენ პარტნიორის გულს რომანტიკული პაემნებით. ლომი ყოველთვის მოახერხებს მის გაოცებას და
საზოგადოებრივ წვეულებებზე დაპატიჟებს ან პარკს მოისყიდის მხოლოდ თქვენ ორისთვის და პაემანს დაგინიშნავთ.

ზოდიაქოს ამ ნიშნისგან ყველაზე უჩვეულო და გასაოცარ ხელის თხოვნას უნდა ელოდოთ. სამყაროს გარშემო მოგზაურობას მოგიწყობთ, რამდენიმე დღით ყველასგან მოშორებით წაგიყვანთ ან სადმე კუნძულზე გაგასეირნებთ. ლომი საყვარელი ადამიანის გაოცებას ყოველთვის ახერხებს, თანაც ისეთი შემართებითა და მასშტაბებით, რომ ამის შესახებ ყველა იგებს.

2. თევზები

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულები ნამდვილი ესთეტები და ღრმა რომანტიკოსები არიან. საკმაოდ ეკონომიურები არიან ამიტომ, მისგან მექსიკაში დაპატიჟებას ნუ დაელოდებით. მაგრამ ნამდვილი რომანტიკის მოწყობა ყოველგვარი სერიოზული ინვესტიციების გარეშეც შეუძლიათ. ელოდეთ რომანტიკულ წარწერებს ასფალტზე, მოულოდნელ მოლოცვებს რადიოსა და ტელევიზიაში, ბანერებზე თქვენს პოტოსურათს და ა.შ.

თევზები პაემანს სახურავზე, ღიაცისქვეშ მოგიწყობთ, კოცონს დაანთობს და მთელს ღამეს თქვენთან ერთად ჩახუტებულს გაატარებს, სამუდამო სიყვარულში გამოგიტყდებათ. ისინი სექსში ნამდვილი ჯადოქრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორს სასიყვარულო გრძნობების მორევში ამყოფებს, რასაც ვერასდროს დაივიწყებს.

1. მერწყული

ეს არაორდინალური პიროვნებები, ყველა ასპექტში კრეატიულობით გამოირჩევიან. თუ მერწყულს ნამდვილად შეუყვარდა ადამიანი და მისი გაოცება რომანტიკული ქმედებებით გადაწყვიტა, ყოველგვარ მოულოდნელობებს ელოდეთ. ამ პაემანში ყველა ჩაერთვება - ტაქსისტებიდან და ოფიციანტებიდან დაწყებული, თქვენი მეგობრებით დამთავრებული. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ ბანალურობა, საყვარელი ადამიანის ბოლომდე გაოცება სურთ და მოსწონთ როდესაც დაუვიწყარ სახელს ტოვებენ.

შესაბამისად მოემზადეთ არაორდინალური წინადადებებისთვის, კლდიდან გადმოხტომისთვის, ევროპაში პარაპლანით მოგზაურობისთვის ან ტყეში, კარავში ღამის გატარებისთვის. მათი აზროვნება არაორდინალურია, ამიტომ არასდროს მოიწყენთ. თუმცა გახსოვდეთ, მერწყულებს სიკვდილამდე ერთი ადამიანის სიყვარული არ შეუძლიათ და არ გაგიკვიდეთ, თუ მსგავსი რომანტიკული თავგადასვლების შემდეგ ა ინტერესის ახალი ობიექტი გამოუჩნდეს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS