03 დეკემბერი, 2015
როგორ გაიგებთ ხართ თუ არა გათვალული და რა ხერხს უნდა მიმართოთ ავი თვალისგან გასანთავისუფლებლად
გათვალვა - ეს არის ენერგეტიკული დარტყმა, რაც ანადგურებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს და ზიანს აყენებს მის ცხოვრებას. ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ხშირად ხდებიან გათვალვის მსხვერპლი.

ადამიანის გათვალისთვის სულაც არ არის აუცილებელი მაგიური შესაძლებლობები გაგაჩნდეს, საკმარისია მასზე ცუდად გაიფიქრო ან ბოროტება უსურვო.
გამოდის რომ თქვენი გათვალვა ნებისმიერ დროსა და აგდილასაა შესაძლებელი. თქვენს მტრებს, შურიანებსა და არაკეთილმოსურნეებს ფარული სურვილებითა და ბოროტი ფიქრებით დიდი ზიანის მოყენება შეუძლიათ.

გათვალვა მაშინვე აისახება როგორც თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ისე უსიამოვნებებით ცხოვრებაში. გათვალული ადამიანი
როგორც წესი მოკლებულია ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიხარულს. ხდება ჩაკეტილი, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, გამუდმებით ეცვლება განწობა, მისი საქციელი არაპროგნოზირებადია. გარდა ამისა ავი თვალი იწვევს თავის ტკივილებს, უძილობას, ღამეულ კოშმარებს, დაავადებებს.
რაგორ გაიგოთ ხართ თუ არა გათვალული?

არსებობს სამი მეთოდი:
ბევრს ავი თვალისა და მოჯადოების სულაც არ სჯერა. ყველა მოულოდნელ ცვლილებას ადამიანი დაღლილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას ან გაუმართლებლობას აწერს. მაშინ იწყებს ექიმებთან ან ფსიქოლოგთან სიარულს, ბოლომდე კი მაინც ვერ იკურნება.
თუ თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები მოხდა, იქნებ დაფიქრდეთ - ხომ არ გაგთვალეს? ამის გამოაშკარავება სახლის პირობებში, ყოველგვარი სპეციალისტების დახმარების გარეშეც შეგიძლიათ:

ავი თვალის აღმოჩენის პირველი საშუალება:
ძილის წინ დაიბანეთ ცივი წყლით, აიღეთ ოქროს ბეჭედი და წაუკითხეთ გათვალვის საწინააღმდეგო ნებისმიერი ლოცვა ან "მამაო ჩვენო". შემდეგ ბეჭედი მარცხენა ლოყაზე მიირტყიით. თუ კანზე თეთრი ზოლი დაგაჩნდათ - ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ შავი ზოლო გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალული ხართ და თქვენი წარუმატებლობა შემთხვევითი არ არის.

მეორე საშუალება:
ამჯერად დაგჭირდებათ კრაზანა. მცენარე ძალიან მგრძნობიარეა უარყოფითი ენერგეტიკის მიმართ და მალევე იგრძნობს თუ სახლში ცუდი აურა ტრიალებს. თითოეულ ოთახში დადეთ კრაზანას ყლორტი. თუ მცენარე ჩვეულებრივზე ადრე დაჭკნება, სამწუხაროდ თქვენ ავი თვალის მსხვერპლი ხართ.

ავი თვალის ამოცნობის მესამე საშუალება:
აიღეთ წყლით სავსე ჭიქა და სამი ნახშირი, ჩაყარეთ წყალში და დააკვირდით. თუ ნახშირი დაიძირა გათვალული ხართ, ხოლო თუ წყლის ზედაპირზე დარჩა, ყველაფერი რიგზეა.
ასევე ძილის წინ შეგიძლიათ აიღოთ ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი, წაიკითხეთ "მამაო ჩვენო" და დაიბანეთ ამ წყლით. წყალი თავთან დაიდეთ და დასაძინებლად დაწექით. ღამით დაგესიზმრებათ რომ გათვალული ხართ და იმასაც გაიგებთ, თუ როდის ან როგორ მოხდა ეს.

თუ იგრძენით, რომ გათვალული ხართ, უნდა იმოქმედოთ, რათა სასწრაფოდ განთავისუფლდეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინი
მე მამაოჩვენოს ვამბოობ სულლ ძილის წინ ტრანსპორტში და როცა ცუდად ვგრდზნობ თავს ხალხმრავლოვლობაში ვარ საკუთარი თავის გათვალვა თავადაც შეგვიძლია ასე რომ სხვის თვალს ნუ დავაბრალებთ მარტოო :)
13:10 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ბარემ ისიც გვასწავლეთ ტავი როგორ გავინთავისუფლოთ ჯადოსგან!
09:49 / 12-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ლინდა
და აბა სად წერია გასათავისუფლებლად რა ხერხს უნდა მივმართოთ ?
02:37 / 12-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ანიკუინაა
არავინ არაფერი ვიცით შეიძლება მართალიც იყოს რა აღარ ხდება ამ ქვეყანაზე
19:51 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
გათვალვა შესაძლებელია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ მეთოდების ნამდვილად არ მჯერა. სისულელეა
13:07 / 04-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS