03 დეკემბერი, 2015
გიაგეთ, რატომ წვება კატა ადამიანის სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც სტკივა
ოჯახის ყველაზე სანდო მკურნალებად კატები მიიჩნევიან. თუ დიასახლისი კატის ნდობას მოიპოვებს, მას მისი განკურნება შეუძლია. კატა მტკივნეულ ადგილზე წვება - გათბობთ, გეალერსებათ და კრუტუნებს, შედეგად კი ტკივილი ქრება. სტატისტიკის მიხედვით ისინი, ვისაც სახლში კატა ჰყავს, ექიმთან 5-ჯერ უფრო ნაკლებად უწევს მისვლა, ვიდრე მათ ვისაც ის არ ჰყავს.

1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
ყოფილა შემთხვევები, როცა კატამ ადამიანი გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისისგან იხსნა. როცა მეპატრონე ძალიან გაღიზიანებული ან ძლიერი სტრესის ქვეშაა, კატა ხშირად ეალერსება მას.
სახლში კატის
ყოლა, ამცირებს განმეორებითი ინფაქტის რისკს. ხოლო თუ ადამიანმა გულის შეტევა სულ ცოტახნის წინ გადაიტანა, კატის რამდენიმე წუთით მოფერების შემთხვევაში ურეგულირდება წნევა და სისხლის მიმოქცევა.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემთხვევაში
კატის მოფერება სასარგებლოა საჭმლის მონელების დროსაც კი. დაბალბეწვიანი ან სრულიად უბეწვო კატა, როგორც წესი უკეთ კურნავს კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს.

3. სტრესისა და დაღლილობის დროს
კატებს შეუძლიათ დაგირეგულიროთ წნევა, პულსი, მოგიხსნათ დაღლილობა, სტრესი. შესანიშნავი ფსიქოთერაპევტები და ნერვოპათოლოგები არიან მაღალბეწვიანი კატები, რომლებიც ძალიან შველის უგუნებობის, დეპრესიისა და გაღიზიანების დროს.
შავი კატები ადამიანს ორმაგად მეტი უარყოფითი ენერგიისგან ანთავისუფლებენ. ჟღალი კატები თავად გასცემენ დადებით ენერგიას. კრემის ფერ კატას ჩვენი ენერგია ტონუსში მოჰყავს. ნაცრისფერი- ლურჯი ამშვიდებს. თეთრი კატები კი შესანიშნავი ექიმები არიან.

4. იმუნიტეტის ასამაღლებლად
თუ კატის კრუტუნს ყოველდღიურად უსმენთ, ეს დადებითად აისახება თქვენს იმუნიტეტზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კრუტუნი ამშვიდებს ჭრილობებს, ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდასა და სიმაგრეს. სპარსული კატები სახსრების ტკივილსა და ოსტრეოქონდროზის სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ.

5. გაგიხანგრძლივებთ სიხცოცხლეს
მეცნიერებმა კატებსა და მათ მეპატრონეებზე დაკვირვება ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვისაც სახლში კატა მთელი ცხოვრება ჰყავდა 10,3 წლით მეტია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვიდრე მათი, ვისაც კატა არასდროს ჰყოლია.

6. კატა, როგორც ენერგომიზიდულობის საშუალება
ბიოენერგეტიკები მიიჩნევენ, რომ თუ კატა ადამიანის თავზე წვება, მას ხშირად ჰიპერტონია და თავის ტკივილები აწუხებს. თუ ის მარცხენა მხარზე წვება, ეს გულის პრობლემებზე მიანიშნებს. კატა წელზე წვება, თუ გრძნობს რომ შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემა გაწუხებთ. ხოლო თუ ფეხებზე დაწვა, ესეიგი დაბალ წნევებსა და ხშირ გაციებას უჩივით.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინიას
ნეტა კარგად დაგფხაჭნოს
22:25 / 05-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ვგიჟდები ფისოებზე, კატები რომ არ მყავდეს არ ვიცი რა მეშველებოდა, სტრესის დროს ძალიან მშველის მათი მოფერება, ნამდვილად.
18:05 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
...მაინც ვერ ვიტან კატებს :)
11:39 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS