02 დეკემბერი, 2015
როგორ უნდა მორთოთ საახალწლო ნაძვის ხე, რომ მაიმუნს ასიამოვნოთ და 2016 წელს ფინანსური უზრუნველყოფა მოგიტანოთ
საახალწლო ნაძვის ხე ნებისმიერ წელს მდიდრულად მორთვა სჭირდება, მაგრამ 2016 წელს განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ. ეს მაიმუნის წელიწადია, ამ ცხოველს კი ბრწყინვალება, გლამური და სიმდიდრე უყვარს. გამომდინარე იქედან, რომ წითელი მაიმუნის წელი მოდის, ნაძვის ხის მოსართავებში უნდა სჭარბობდეს წითელი ფერი.

ვიდრე ნაძვის ხის აწყობას დაიწყებდეთ, შეამოწმეთ როგორ მდგომარეობაშია ნაძვის ხის სათამაშოები, შესაძლოა ახალი სათამაშოების ყიდვა მოგიხდეთ, თუ ძველი უკვე გაუფერულდა და ბრწყინვალება დაკარგა. სათამაშოები განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, ამიტომ შესარჩევად თან წაიყვანეთ და მათი დღესასწაულიც უკვე დაიწყება.

იმისთვის, რომ ახალი წელი შედგეს აუცილებლად უნდა გაითვალსიწინოთ შემდეგი წესები:

- უმჯობესია, ცოცხალი ნაძვის ხე იქონიოთ;

- შეარჩიეთ მცირე ზომის სათამაშოები;

- გააფორმეთ წითელ, მწვანე ან ლურჯ ფერებში.

სასარგებლო რჩევები ნაძვის ხის მოსაწყობად:

ნაძვის ხე ფერადი ნათურების გვირგვინით შეამკეთ, გაანათეთ და გააბრწინეთ. სასურველია, შეიძინოთ ხარისხიანი სანათი და უბრალოზე არ დაკმაყოფილდეთ. ნაძვის ხეზე არ შეიძლება შუშხუნებისა და სანთლების ჩამოკიდება - ეს ხანძარს გამოიწვევს.

ახლა კი დროა სათამაშოებით გაფორმებაზე გადახვიდეთ. დიდი ზომის ნაძვისხეზე კარგად გამოიყურება მოზრდილი სათამაშოები, პატარა ნაძვის ხეს შესაბამისად მცირე ზომის სათამაშოები დასჭირდება, ამიტომ რაც უფრო პატარაა ნაძვის ხე, მით უფრო პატარა სათამაშოები გამოიყენეთ.

ტკბილეულის მოყვარულ მაიმუნს გაუხარდება ტკბილეულისა და მანდარინების ჩამოკიდებაც. კიდევ უფრო საინეტერესოა ხელნაკეთი სათამაშოებით გაფორმება.

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მაიმუნებს ფული უყვართ, ამიტომ ძალიან ასიამოვნებთ თუ ნაძვის ხეს წითელი ლენტით შემორტყმული ფულის კუპიურებით დაამშვენებთ. ასე 2016 წელს ფინანსური უზრუნველყოფა გელით.

როგორც წესი ნაძვის ხის თავზე ვარსკვლავს ამაგრებენ, როგორც იესო ქრისტეს დაბადების სიმბოლო. წელს კენწეროზე შეგიძლიათ მაიმუნი შემოსვათ.

მთავარია გახსოვდეთ, რომ ტყის ლამაზმანი უნდა იყოს ნათელი, ბრწყინვალე და თვალისმომჭრელი, რათა 2016 წლის დიასახლის მაიმუნს მოეწონოს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS