02 დეკემბერი, 2015
4 ფრაზა, რომელსაც კლიმაქსიანი ცოლი გეტყოდათ, მაგრამ დუმილს ამჯობინებს
კლიმაქსი ქალებში ძირითადად 40-45 წლიდან იწყება. ამ პერიოდში წყდება მენსტრუაცია, ქალი ნაყოფიერების უნარს კარგავს და აღარ სიამოვნებს სექსი. კლიმაქსს თან სდევს თავის ტკივილი, წნევის მომატება, მუდმივი გაღიზიანებადობა და უძილობა. მამაკაცებს კლიმაქსი უფრო გვიან 50-60 წლის ასაკში ეწყებათ, შესაბამისად უჭირთ ქალების გაგება. წარმოგიდგენთ 4 ფრაზას, რომელსაც თქვენი კლიმაქსიანი სექსუალური პარტნიორი გეტყოდათ, მაგრამ დუმს და თქვენ მას უბრალოდ უნდა გაუგოთ. 

1. ჯერ კიდევ მინდიხარ, მაგრამ ჩემი სხეულისთვის სექსი რთულია
დაქვეითებული ლიბიდო კლიმაქსის ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომია. ყველა ქალს სურს, რომ მამაკაცმა გაუგოს. კლიმაქსიანი ქალბატონებისთვის ქმარი კვლავაც მიმზიდველია,
თუმცა ორგანიზმი ხელს არ უწყობს სქესობრივი აქტის დამყარებაში.

2. ნუ ცდილობ გამომასწორო
გამოკითხული ქალების 80% ჩივის, რომ მეუღლეები მათ გამოსწორებას ცდილობენ. როგორც კი ქალი პრობლემაზე საუბარს იწყებს, კაცი გამოსავლის პოვნას ცდილობს: მივიდეთ ექიმთან, ვიმკურნალოთ, თუ საჭიროა გავიკეთოთ ოპერაცია. ქალმა შეიძლება, მართლაც მიიღოს მედიკამენტები, მაგრამ პრობლემა მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემას არ უკავშირდება. ქალში ფსიქოლოგიური ცვლილებებია. მოუსმინეთ ცოლებს, დაუდექით მხარში და აგრძნობინეთ რომ თქვენთვის მხოლოდ სექსი არ არის მნიშვნელოვანი.

3. შენი უაზრო ხუმრობები შენთვის დაიტოვე
ქალები კლიმაქსით ისედაც დასტრესილები არიან. მამაკაცები კი ამ დროს ენამახვილობით გამოირჩევიან. ხუმრობენ ცოლების/საყვარლების მდგომარეობაზე და წამდაუწუმ კბენენ. ისედაც ნერვებაშლილ ქალებს ცოტა უკლიათ აფეთქებამდე.

4. კლიმაქსს თავისი პოზიტიური მხარეც აქვს
კლიმაქსის შემდეგ ქალები განთავისუფლებულები არიან ყოველთვიური წამებისგან. აღარც დაორსულების საშიშროებაა და კონტრაცეფტივებზეც იზოგება ფული. თუ კლიმაქსის პერიოდს წარმატებით გადალახავთ, თქვენი სიყვარული უფრო გამყარდება და ახალ ფაზაში გადავა.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS