02 დეკემბერი, 2015
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც არ უნდა ენდოთ
ადამიანს რომ ჰკითხოთ, რას ვერ აპატიებდა საყვარელს ადამიანს, ალბათ დაუფიქრებლად გიპასუხებთ - ტყუილს! ამასთან თითქმის ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რასაც მეუღლეს არ უმხელს და მოხერხებულად ატყუებს მას. ტყული თავის გადასარჩენად ერთია და მეორე, როცა ამის კეთების ჩვევა დაბადებინ მოგდევს, რის გარეშე ცხოვრებაც უბრალოდ არ შეგიძლია. ასეთ პოტენციურ მატყუარებს ადვილად გამოარჩევთ, თუ ზოდიაქოს ნიშნებს გადახედავთ:

3. სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ცნობილი ინტრიგნები არიან, რომლის საიდუმლო ბუნებას ბოლომდე ვერავინ ვერასდროს ამოიცნობს. მიდრეკილნი არიან არაკანონიერი გზით
გამდიდრებისკენ.

პატარაობიდან მოსდევთ მუხანათობა, ტყუილები და გონებამახვილური ქმედება. გაზრდასთან ერთად, ისინი მხოლოდ ტყუილის ოსტატობაში იხვეწებიან, სწორედ ამიტომ მის საყვარელ ხალხს, არასდროს აქვთ მასში მცირეოდენი ეჭვის შეტანის შანსიც კი.

ანალოგიურად იქცევიან სამსახურში, ძლიერი ფიზიკური შრომის უუნარობის გამო, სხვა ადამიანებით მანიპულირებას იწყებენ და ოსტატური ტყუილების ხარჯზე მუშაობას აიძულებენ. სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლის ხარჯზე, სასწორებისგან მოხერხებული აფერისტები გამოდიან, ცნობილი ადვოკატები და პოლიტიკოსები ხდებიან.

2. ტყუპი
ტყუპი ბუნებით ორპირი ადამიანია, ტყუილისკენ მიდრეკილება სისხლში აქვთ გამჯდარი. ამას ბავშვობიდან ავლენენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. პირადი სარგებლის მისაღებად, ხშირად მანიპულირებს გარშემომყოფებით, საჭირო ადამიანის გონების მართვას სწრაფად ახერხებენ და ადამიანს იმაშიც კი აეჭვებენ, რაც საკუთარი თვალით ნახა.

საქმე იმაშია, რომ ტყუპს არაჩვეულებრივად ეხერხება ემოციების შეკავება, ამიტომ სახის გამომეტყველებითა და ჟესტებით ვერ მიხვდებით რომ იტყუება. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ფრთხილები არიან, თავის ლოგიკური გამართლებისთვის ყოველთვის მზად არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში ეჭვის შეტანა თითქმის შეუძლებელია. სტატისტიკის მიხედვით, ტყუპის უმრავლესობას საყვარელი ჰყავს.

1. თევზები

განუსაზღვრელი ფანტაზიის მქონე თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული, ინტრიგების ხლართვის ნამდვილი ოსტატია. დაუჯერებელად მარტივად შეუძლიათ ილუზიების შექმნა, რომლისაც ყველას სჯერა.

შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საშიში პიროვნებები არიან, შეუძლია ინფორმაცია დაგტყუოთ და ამასთან შეუმჩნეველი დარჩეს. საინტერესო ისაა, რომ გამდიდრებისა და პირადი სარგებლის მიზნით თევზები იშვიათად იტყუებიან. ტყუილს ძირითადად მისი სექსუალური თავგადასავლების დასამალად იყენებს. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული თქვენი საყვარელი ადამიანი, ოფისში ანგარიშის ჩასაბარებლად რამდენიმე დღეს დარჩება.

სინამდვილეში გიღალატებთ, სახლში დაღლილი სახითა და ხელში ფურცლების შეკვრით დაბრუნდება. სხვა "მატყუარებთან" განსხვავებით თევზები თავად იჯერებენ საკუთარ ტყუილებს, რის გამოც ხშირად უჭირთ ტყუილისა და მართლის გარჩევა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS