1. თქვენი ფეხი ზომაში მოიმატებს.
მაღალქუსლიანი გაჩენთ უფრო მაღალს, მაგრამ ფეხის ზომას ,,გიმცირებთ." როდესაც კეტების ან ,,ბალეტკების" გამოყენებას დაიწყებთ თქვენი რეალური ფეხის ზომა გამოაშკარავდება.
2. გაგიუმჯობესდებათ ხერხემლის მდგომარეობა
მაღალქუსლიანი გაიძულებთ ტონუსში იყოთ და მუდმივად მხრებშიგამართულმა იაროთ. ეს ზურგის მიდამოში წნევას ზრდის და ტკივილს იწვევს.
3. წინა ტერფი აღარ გეტკინებათ
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულისას მთელი სხეულით წინა ტერფს აწვებით, ფაქტობრივად ფეხისწვერებზე დადიხართ. სწორედ ამიტომ ფეხის ამ უბანში ტკივილი წარმოიქმნება. დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულისას თქვენი წონა პროპორციულად ნაწილდება და მთლიანი ტერფი თანაბრად არის დატვირთული.
4. დაძაბულობა კოჭებში მომენტალურად ქრება
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელბით სიარულისას კოჭი მუდმივად დაჭიმულია. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი კოჭს ჩვეულ პოზიციაში აყენებს და დისკომფორტიც ქრება.
5. შეგეცვლებათ სიარულისი მანერა
ქალი, რომელიც მაღალქუსლიანებით დადის, უფრო ელეგანტურ, დახვეწილი და თავშეკავებულია. დაბალი ქუსლი საშუალებს გაძლევთ, თავისუფლად იგრძნოთ თავი, გადაირბინოთ გზაზე, სიხარულისას იხტუნაოთ და იმოძრაოთ უდარდელი თინეიჯერივით.
რადა მახარაძე