01 დეკემბერი, 2015
წონიანი არგუმენტები ანუ სექს-პოზები პუტკუნებისთვის
ქალების უმრავლესობა ფიზიკური მონაცემებისა და ჭარბწონიანობის გამო საწოლში დისკომფორტს განიცდის. გირჩევთ, კომპლექსები გვერდზე გადადოთ და მოსახერხებელი საშუალებით მეტი სიამოვნება მიიღოთ.

ძაღლი - ეს იდეალური პოზაა მათთვის, ვისაც საკუთარი მუცლის რცხვენია. ამგვარი სექსუალური აქტის დროს ის შეუმჩნეველი ხდება. თქვენი პარტნიორი კი ორიენტირებული იქნება მხოლოდ იმაზე, რომ სიამოვნება მოგანიჭოთ. ეს ხომ მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პოზაა.

კოვზი - კიდევ ერთი ხელსაყრელი პოზა უკომპლექსო ურთიერთობისთვის. თქვენ გვერდზე წევხართ, მაშინ როდესაც პარტნიორი უკნიდან "მოგეპარებათ". ასე ზედმეტი კილოგრამები პრობლემას არ
შეგიქმნით. ეს სასიამოვნო და მგრძნობიარე სიტუაცია, ნათელ და ემოციურ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. სიამოვნება ორივესთვის გარანტირებულია.

სიურპრიზი - კიდევ ერთი სექს-პოზა სავსე გოგონებისთვის დამაინტრიგებელი სათაურით. მამაკაცი უნდა იდგეს თქვენს უკან, ასე თქვენი მუცელი კვლავ აღარ მოექცევა ყურადღების ცენტრში. ქალი უნდა იდგეს ფართოდ გაშლილი ფეხებით, მუცლით მაგიდას დაეყრდნოს, მამაკაცი უკნიდან მიახლოვდეს და ქალს თეძოებზე შემოეხვიოს. ასევე შეგიძლიათ მიეყრდნოთ კედელს. ეს იდეალური ვარიანტია ნებისმიერი კომპლექსის მქონე წყვილისთვის, რათა სექსისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

ახალი მოჯირითე - გეჩვენებათ, რომ პოზა - "მოჯირითე" თქვენთვის შეუთავსებელია? მაშინ საკმაოდ ეფექტურ ალტერნატივას გთავაზობთ - თქვენი პარტნიორის არა პირისპირ, არამედ ზურგით მოთავსდით. ის რომ ერთმანეთს თვალებში არ შეხედავთ, სიტუაციას კიდევ უფრო ახლოსა და თბილს გახდის.

შემოთავაზებული ჩამონათვალის წყალობით, დაივიწყებთ ჭარბ წონას, თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და სექსისგან მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS