01 დეკემბერი, 2015
ფილმები, რომლებიც რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით გადაიღეს და აუცილებლად უნდა ნახოთ
ცხოვრება წარმოსახვაზე მდიდარია და რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმები ამას ნამდვილად ადასტურებენ.

1. ზღვარზე (Walk The Line) – 2005 წელი
«Переступить черту»

ოსკაროსანი რეჟისორის მიერ გადაღებული ეს ფილმი ცნობილ ქანთრის მომღერალ ჯონი ქეშსა და ჯუნ კარტერს შორის არსებულ სიყვარულის რომანტიკულ ისტორიაზე მოგიყვებათ. მთავარ როლებში ხუაკინ ფენიქსსა და რიზ ვიზერსპურნს იხილავთ. ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ოჯახური პრობლემები - სწორედ ამ ყველაფრის გადალახვა მოუწევს შეყვარებულ წყვილს

2. ფრიდა (FRIDA)-- 2002 წელი
«Фрида»
ორი მხატვრის სიყვარულის ისტორია - ფრიდა კალოსა და დიეგო რივიერას, ისეთივე
ნათელი და ფერადია, როგორიც მათი ნახატებია. ფილმმა ორი ოსკარი აიღო, ხოლო სელმა ჰაიეკისა და ალფრედ მოლინის წყვილი კი მსოფლიო ეკრანებზე ყველაზე დასამახსოვრებელ დუეტად იქცა.

3. ბონი და კლაიდი (Bonnie and Clyde)  – 1967 წელი
«Бонни и Клайд»
კლასიკური ამერიკული კრიმინალური თრეილერი, 1930 წლის ცნობილი ბანდიტების სიყვარულის ისტორიას გიამბობთ - დაუნდობელი ბონი პარკერი და კლაიდი ბეროუ. რეალურ ცხოვრებაში წყვილი არც ისეთი რომანტიკული იყო და ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მსოფლიო პოპ-კულტურაში სახელი გაითქვეს როგორც თამამმა და მისაბაძმა საყვარლებმა.

4. სრული დაბნელება (Total Eclipse) – 1995 წელი
«Полное затмение»
მძიმე და წინააღმდეგობრივი დრამა, რომელიც ორი ფრანგი პოეტის სიყვარულის რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით გადაიღეს. არტურ რემბო, რომელიც ჯერ კდიევ ძალიან ახალგაზრდა ლეონარდო დიკაპრიომ განასახიერა და პოლ ვერლენი - დევიდ ტიულისის განსახიერებით. სამწუხაროდ ბედნიერი დასასრული არც ფილმს და არც რეალურ ისტორიას ჰქონია.

5. აკრძალული სიყვარული ( The Edge Of Love) – 20018 წელი
«Запретная любовь»
კიდევ ერთი პოეტური სიყვარული, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. პოეტი დილან ტომასი - მეთიუ რისი განასახიერებს, რომელიც ბედნიერ ქორწინებაშია კეიტლინ მაკნამარასთან, მაგრამ სკოლის ყოფილ შეყვარებულთან, მომღერალ ვერა ფილიპსთან შეხვედრისას, მიხვდება რომ ამ ორ ქალს შორის არჩევანს ვეღად აკეთებს. სიენა მილერისა და კირა ნაითლის არაჩვეულებრივი დუეტი შედგა.

6. ბრწყინვალე გონება (A Beautiful Mind) -2001 წელი
«Игры разума»
ნობელის ლაურეატისა და ბრწყინვალე მათემატიკოსის ჯონ ნეშის რეალური ამბავი. ნეში შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ მიუხედავად ამისა ალიშა ლარი უშიშრად დაუკავშირებს მას თავის ცხოვრებას. ფილმის გადაღებებს ნამდვილი ჯონ ნეში ეწვია. ფილმა ოთხი ოსკარი და სხვა ბევრი ჯილდო მიიღო.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS