30 ნოემბერი, 2015
როგორ უნდა შეარჩიოთ პომადა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - გაიგეთ რომელი ფერი შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს
პომადის არჩევანი არცთუ ადვილი საქმეა. თქვენ შეეჩვიეთ პომადა კანის ფერს, ხასიათს, სამოსს შეუხამოთ. და რატომ არ გსურთ შეარჩიოთ პომადა ზოადიაქოს ნიშნის მიხედვით?
გაიგეთ რას გირჩევენ ვარსკვლავები:

ლომი - სისხლისფერი წითელი
თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული, სასიამოვნო და ლოიალური გოგონა ხართ. თქვენ ნამდვილად მოგიხდებათ ასეთი მკვეთრი პომადა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება.

სასწორი
- ნაზი ვარდისფერი
ისეთ ელეგანტურ, კარგად აღზრდილ და დახვეწილ ქალბატონს, როგორიც თქვენ ხართ ძალიან მოგიხდებათ ნაზი ვარდისფერი პომადა. ეს პრეტენზიული ფერი არ არის და
ნებისმიერ სამოსს მოუხდება.

ქალწული - კენკრისფერი
თქვენ დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების მქონე ქალბატონი ხართ. შეარჩიეთ ცივი ფერები, როგორიცაა კენკრისფერი.

მორიელი - შინდისფერი
თქვენი ვიზუალი მისტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს, გემოვნება კი განუსაზღვრელია. გჭირდებათ პროვოკაციული პომადა. მორიელებს მოუხდებათ თამამი ფერები.

მშვილდოსანი - მარჯანისფერი
როგორც ნამდვილი მონადირე, ყოველთვის საინტერესო მიზნებს ეჭიდებით. თქვენთვის ხელსაყრელია პრაქტიკული და თამამი ფერები.

თხის რქა - მუქი ვარდისფერი
თქვენ პასუხისმგებლიანი, მომთმენი და ძალიან ერთგული ადამიანი ხართ. მოგიხდებათ თბილი ფერი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ.

მერწყული - იისფერი
მეამბოხე ბუნება და ყოველთვის პირველობის სურვილი - თქვენ არ ხართ მოდის მიმდევარი, მოდას თავად ქმნით. შეგეფერებათ ნებისმიერი ეგსტრავაგანტული ფერები, როგორიცაა იისფერი.

თევზები - მყვირალა ვარდისფერი
ექსპერიმენტებზე უარს არასდროს ამბობთ. როცა შემდეგ ექსპერიმენტს გადაწყვეტთ, აუცილებლად სცადეთ მყვირალა - მკვეთრი ვადრისფერი.

ვერძი - ჟოლოსფერი
ცხოვრება თქვენთვის დაუსრულებელი წვეულებაა. ყოველთვის იცით რა გსურთ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებთ. სცადეთ მუქი წითელი პომადა.

კურო - ბროწეულისფერი
თქვენ მახვილგონიერი, მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხართ. რაც ყველაზე მთავარია ამის დემონსტრირების სულაც არ გეშინიათ. ძალიან მოგიხდებათ ბროწეულისფერი პომადა თვალის შავ "სტრელკებთან" ერთად - გრანჟის სტილში.

ტყუპი
- მუქი კენკრისფერი
როგორც ნამდვილი ტყუპი, კვლავ ყოყმანობთ რაიმე სიახლის გაკეთებისას და უკვე მიჩვეული ნივთებისა და ადამიანების ერთგული ხართ. შეარჩიეთ მუქი კენკრისფერი პომადა.

კირჩხიბი - მკვეთრი წითელი
პრაქტიკული და იშვიათი ადამიანი ხართ. თქვენი პომადა მკვეთრი წითელი უნდა იყოს, ის ნებისმიერი სახის ფერსა და ტუჩის ფორმისთვის მისაღებია.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS