29 ნოემბერი, 2015
როგორ გავხადოთ სახლი ,,ბედნიერების სავანე" - 5 იდეალური გზა
ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილხართ სახლში, რომელიც თითქოს კეთილმოწყობილია, მაგრამ მყუდრო მაინც არ არის. დიზაინერები და ფსიქოლოგები გთავაზობენ რჩევებს იმისთვის, რომ თქვენი ,,ბუდე" კომფორტულად აქციოთ.

1. დააფასეთ ყვითელი ფერის მაგია

იცოდით, რომ ადამიანებს ყვითელი ფერი გაუცნობიერებლად ხასიათს უმაღლებს? ყვითელი აღიარებულია კრეატიულობისა და კომუნიკაციის ფერად, ვინაიდან სწორედ ამისკენ უბიძგებს ჩვენს გონებას. შეგიძიათ სახლში განათავსოთ ბუნებრივი ან ხელოვნური ყვითელი ყვავილები ან ლიმონები. შეარჩიეთ ყვითელი ფარდები ან მაგიდის გადასაფარებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, სახლი ყვითელი ელემენტის გარეშე ვერ იქნება ბენდიერების
მომტანი...

2. კედლები ხელოვნებას დაუთმეთ

თუ სახლის კედლები ერთ ფერში გაქვთ გადაწყვეტილი, მათ დაამშვენებს ნახატები. თუ ნახატი სასაცილო იქნება, ის ყოველ ჯერზე გაგაღიმებთ, მაშინაც კი თუ სევდიან განწყობაზე იქნებით. თუ ტილოზე გამოხატული იქნება მუქი ფერები ან დაღვრემილი სახეები, დიდი ალბათობით ის ხასიათს გაგიუარესებთ.

3. აანთეთ შუქი!

შეარჩიეთ ჭაღი, რომელიც შუქს სწორად ანაწილებს. მასზე გაუკეთეთ ნათურა, რომელიც სასიამოვნო შუქს გამოჰყოფს. დამტკიცებულია, რომ წითელი და ისამნისფერი ეროტიკული შუქია, ამიტომ საძინებლისთვისაა განკუთვნილი. თუ ოთახში სინათლე გადამეტებულია, თვალები აგტკივდებათ.

4. გახდით ბუნების ნაწილი

ბუნება ადამიანშია, ადამიანი კი ბუნებაშია... ალბათ ეს გამოთქმა გსმენიათ. სახლი, რომელშიც ბუნება არ იგრძნობა ვერასდროს იქნება კომფორტული, ამიტომ შეიძინეთ ნარგავები.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS