28 ნოემბერი, 2015
ვინ გიყვართ სინამდვილეში - საყვარელი ქალი თუ დედა, რომელსაც მასში ეძებთ
დაფიქრებულხართ ოდესმე რატომ გიყვართ ეს ქალი, რომელიც ამჟამად თქვენი პარტნიორია და არა სხვა - გარშემო ხომ უამრავი სხვა ქალი ტრიალებს. ალბათ არ გიფიქრიათ. იქნებ იმიტომ, რომ დედათქვენს გაგონებთ. ალბათ მისი სიარულის მანერა დედათქვენისას ძალიან ჰგავს, თქვენ დედა ძალიან გიყვარდათ, მან კი ეს სიყვარული გააცოცხლა.

ვიდრე სიყვარულისგან თავს დაკარგავთ, კარგად გაანალიზეთ თქვენი ქმედება და მიზეზი, რისთვისაც ამ ნაბიჯს დგამთ. იქნებ ამან ცხოვრებისეული განცდები თავიდან აგარიდოთ. ხშირად ვერ აანალიზებთ თქვენს ქვეცნობიერში დალექილ, შინაგან, მიძინებულ სურვილებს, მიდრეკილებას -
გიყვარდებათ ქალი, თუმცა არ იცით, რომ მისი სიყვარული არ შეგიძლიათ, ის დედათქვენი არ არის.

თუ მიუახლოვდებით, გაოცდებით იმით, რომ ის დედათქვენი არ აღმოჩნდა, ცოლად შვილს არ გაჰყოლია და ისე ვერ მოიქცევა, როგორც დედათქვენი იქცეოდა.

შესაძლოა ისიც იმავე ქცევებს მოელის თქვენგან, როგორც მამამისი იქცეოდა და მას ძალიან უყვარდა. წვრილმან მსგავსებებში ეძებს მამას, თუნდაც წვერ-ულვაშით გავდეთ - მას საყვარელ მამას აგონებთ, რომელიც ცოცხალი აღარ არის. მას თქვენ უყვარხართ, მაგრამ არა თქვენი ნამდვილი პიროვნება.

ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებენს, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაფრის უკან რასაც აკეთებეს მისი შინაგანი ქვეცნობიერი დგას და სხვა ადამიანი ვალდებული არ არის მისი სურვილები განახორციელოს.

თუ ქალს მსგავსი თმის ვარცხნილობ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხასიათიც იგივე აქვს. და თუ ეს ვარცხნილობა ძალიან მოგწონთ, შეგიძლიათ შეიძინოთ მსგავსი ვარცხნილობის პარიკი, რომელსაც ეთაყვანებით და გეყვარებათ. ეს უკეთესი შესაძლებლობაა, რადგან პარიკი ტკივილს არ მოგაყენებთ, არ მოგთხოვთ იმას, რასაც დედათქვენი თქვენგან არასდროს მოითხოვდა.

ქალი კი რომელსაც მსგავსი თმის ვარცხნილობა აქვს არ შეასრულებს თქვენს მოთხოვნილებებს, რადგან თქვენ უბრალოდ დედას ეძებთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS