28 ნოემბერი, 2015
ზოდიაქოს ნიშნის დახმარებით გაიგეთ რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი
გაინტერესებთ რამდენად მგრძნობიარეა ადამიანი? ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი, შემდეგ კი ამ ჩამონათვალს გადახედეთ:

ვერძი
გაურკვეველია, როგორ მოახერხეთ ასეთი სასიამოვნო ვერძის წყენინება, მაგრამ თუ მოახერხეთ მალევე გაპატიებთ. ვერძები საკმაოდ მკაცრი სიბრაზით გამოირჩევიან, თუმცა სიბრაზე დიდხანს არ გასტანს და მშვიდდება. არ არიან ბოროტები და შეგიწყალებენ კიდეც.

კურო
კუროს გაბრაზებას ნამდვილად არ გირჩევთ. მაშინვე რქებზე არ შემოგსვამთ, ჯერ განაწყენდება. დაიწყებს გრძელ მონოლოგებს თუ რამდენად ცუდად მოიქეცით, რომ უდანაშაულო კუროს აწყენინეთ. თქვენ კი მოგიწევთ საათობით
უსმინოთ მის ბუზღუნს, ათასჯერ გაგიმეორებთ რომ ძალიან ცუდად იქცევით, შემდეგ კი რქებით თავს დაგესხმებათ. კუროს მოთმინება ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ არა უსაზღვრო.

ტყუპი
მათთან კამათი როგორც თქვენთვის, მისთვისაც მოულოდნელია. ტყუპმა არასდროს იცის როდის გადაიქცევა ადამიანად, რომელსაც მთელი სამყარო სძულს. ტყუპი მხოროდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლება, შემდეგ კი უბრალოდ დაგივიწყებთ.

კირჩხიბი
კირჩხიბებს ადვილად სწყინთ და მათი გაბრაზება ადვილია. განაწყენებული კირჩხიბი შურისმაძიებელი და მაინც სენტიმენტალურია. პატიებაც კი შეუძლია, თუ პატიების თხოვნა ნამდვილად გულწრფელი იქნება და დაუმტკიცებთ, რომ ის გიყვართ. მაგრამ თუ შურისძიება გადაწყვიტა თქვენთვისვე აჯობებს მალევე გაეცალოთ.

ლომი
ლომის გაბრაზების მიზეზი ძირითადად მისი ვერ დაფასება და არ შექებაა. გაბრაზებას საჯაროდ გამოხატავენ. შესაძლოა, დაგაიგნოროთ და საერთოდაც სერიოზულ საფრთხეს შეგიქმნით. მათ თქვენზე დიდი გავლენის მოხდენა
შეუძლიათ, ამიტომ სჯობს შეაქოთ, შემდეგ შესაძლოა, გაპატიოთ კიდეც და მისი მფარველობის ქვეშ გამყოფოთ.

ქალწული
ქალწული გაანაწყენეთ? - ანდერძის წერა დაიწყეთ. მათი გაბრაზება ძალიან რთულია და ხშირად არც ახსოვთ რაზე განაწყენდნენ, მაგრამ თუ ამას მოახერხებთ შურისძიება სასტიკი და მაქსიმალურად ხარისხიანი იქნება.

სასწორი
სასწორებს შურისძიება არ ეხერხებათ, სანაცვლოდ ბავშვივით სწყინთ და უყვართ სკანდალების მოწყობა. თქვენს ნერვებზე დიდხანს ითამაშებენ, შეუძლიათ საზოგადოებაშიც ისაუბრონ ამაზე. ჭორაობა - სასწორების ყველაზე საშიში შურისძიებაა. უბრალოდ სჯობს მიხვიდეთ და პატიება სთხოვოთ - მაშინვე გაპატიებთ. არ უყვარს სხვებზე განაწყენება, ამით მასი შინაგანი ჰარმონია ირღვევა.

მორიელი
ანდერძის დაწერას ვერ მოასწრებთ - ნათესავებს მიუსამძიმრეთ. არა უბრალოდ არ შეგინდობთ, ისე მონდომებით და ვნებიანად გაგანადგურებთ, რომ სჯობდა საერთოდ არ დაბადებულიყავით. რამდენადაც მორიელები ძალიან მგრძნობიარეები არიან, მათი გაბრაზება ადვილია და წყენა დიდხანს ახსოვთ. თუ თქვენს ფიზიკურ განადგურებას თავად ვერ შეძლებს, ქილერის დაქირავება ნამდვილად არ გაუჭირდება. აპატიებს მხოლოდ უახლოეს ადამიანს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნების განაწყენება კი რთულია. მშვიდობის მოყვარეა, მაგრამ ყოველთვის მასშტაბურად მოქმედებს. თუ თქვენზე განაწყენდა მასშტაბურ სკანდალს ელოდეთ. ის მენტალურად გაგანადგურებთ. იმ დონემდე მიგიყვანთ, რომ თავის ჩამოსახრჩობად თავად გაეშურებით. პატიების დამსახურებაც შეიძლება, უბრალოდ გაამართლეთ მისი მოლოდინი.

თხის რქა
თხის რქის გაბრაზება შესაძლებელი, მაგრამ რთულია. ეს დაკავშირებული იქნება მის სამსახურთან ან თუ გაბედეთ და მის საქმეს ხელი შეუშალეთ. ხოლო თუ თხის რქის კრიტიკით განაწყენება მოახერხეთ, სცადეთ მოტივირებულად აუხსნათ, რომ ეს მხოლოდ დახმარების მიზნით გააკეთეთ და მომავალშიც იმავეს გააკეთებთ, რათა წარმატებასა და სრულყოფილებას მიაღწიოს.

მერწყული
მერწყულს მისი აზრების მიუღებლობით გააბრაზებთ. განაწყენებული მერწყული კი უბრალოდ მიგატოვებთ, ყოველგვარი სკანდალის გარეშე. არარაობად მიგიჩნევთ და თქვენს გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს. მოძებნეთ მერწყული და ბოდიში მოუხადეთ, მათი იდეები შესაძლოა უცნაურია, თუმცა ხშირშემთხვევაში წარმატებული და მომგებიანი.

თევზები
თევზებს აწყენინეთ? შეხედეთ როგორ განიცდიან თქვენს გამო და არც გრცხვენიათ? თქვენ ნამდვილი მონსტრი ხართ. თევზები უსაზღვროდ კეთილები არიან და მაინც გაპატიებთ. თანაც იციან, რომ სიბრაზე ნაოჭებს აჩენს, ნაადრევ დაბერებას კი თავს ნამდვილად არ აპატიებენ. სხვათაშორის ძალიან გაბრაზებულ თევზებს, შეუძლია გამანადგურებელი ძალით საშინლად იძიოს შური.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS