27 ნოემბერი, 2015
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ქალი საშინელი პარტნიორი იქნება
ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სექსის დედოფალია. ამის საბაბს მამაკაცების დუმილი ან კომპლიმენტები გვაძლევს. დაფიქრდით, ხომ შეიძლება კაცები იტყუებოდნენ?

ერთი თვალის შევლებით ვერც კაცები საზღვრავენ როგორ ქალთან აქვთ საქმე. ეს სტატია ორივე სქესის წარმომადგენელს დაეხმარება. ქალი საშინელი სექსპარტნიორი იქნება თუ...

1. არ გამოსდის კოცნა

კოცნა ძალიან სენსიტიური ქმედებაა. თუ ქალი ვნებიანად ვერ გეამბორებათ და თავის განცდებს კოცნაში ვერ აქსოვს, დიდი ალბათობით ის ლოგინშიც ვერ გასიამოვნებთ.

2. არ გამოსდის სხეულის ენით ფლირტი

შეიძლება გოგონა ძალიან კარგი მოსაუბრე იყოს,
მაგრამ ვერ ხვდებოდეს როდის სჯობს ნაზი შეხება ლამაზ სიტყვებს. თუ თქვენ მას ფიზიკური კონტაქტით ეფლირტავებით ან თვალებით ანიშნებთ სათქმელს, ის კი ვერ გყვებათ, საწოლშიც ვერ შეეწყობით.

3. საშინელი მოცეკვავეა

კარგი მოცეკვავე, რა თქმა უნდა, ფარდობითი ცნებაა. მე არ ვგულისხმობ რომ ქალი ბიონსესავით ან შაკირასავით უნდა მოძრაობდეს. გოგონას რიტმის დაჭერა უნდა შეეძლოს. თუ ის დაკომპლექსებულია, ერიდება თამამ მოძრაობებს და მოუხერხებელია, საწოლში საშინელება გელოდებათ.

4. ახალს ძველი ურჩევნია

თუ გოგონა ინტერესიანი არ არის... თუ ის არ ცდილობს ისწავლოს რაიმე ახალი... ცხოვრებაში სცადოს ის, რაც არასდროს გაუკეთებია... სექსი ერთფეროვანი გექნებათ. ამოიჩემებთ რომელიმე პოზიციას, დიდი ალბათობით მისიონერულს და მხოლოდ ასე მიეცემით სიყვარულს.

5. იუმორის გრძნობა არ აქვს

სექსი არც ისეთი სრულყოფილი და ლამაზია, როგორიც ფილმებში ჩანს. ის სავსეა უხერხული მომენტებით, რომელსაც იუმორით უნდა მიუდგეთ. თუ ქალს იუმორი არ აქვს მასთან ინტიმური კავშირი ძალიან გაგიჭრდებათ. თქვენც დაკომპლექსდებით და ისიც.

6. ის არ ვარჯიშობს

შეიძლება ქალი ძალიან გამხდარი იყოს, მაგრამ მალე იღლებოდეს. ვარჯიში ადამიანს გამოუმუშავებს გამძლეობას და ელასტიურობას. გოგონა, რომელიც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს უფრო თავისუფალად მოძრაობს, ფლობს საკუთარ სხეულს, შეუძლია მრავალი პოზიცია შემოგთავაზოთ.

7. თავდაჯერებულობა აკლია

რაც უფრო თავდაჯერებულია ქალი, მით უფრო სექსუალურია. საწოლშიც საოცარ შესაძლებლობებს ავლენს. თუ თქვენი ქალი თავდაჯერებული არ არის, მოგიწევთ ჯერ თვითშეფასება აუმაღლოთ და სექსზე მხოლოდ ამის შემდეგ ელაპარაკოთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS