27 ნოემბერი, 2015
როგორ გამოიცნოთ ადამიანის ხასიათი ფიზიკური მონაცემების მიხედვით
ფიზიოლოგები ადამიანის ხასიათს მისი გარეგნობის მიხედვით განაცალკევებენ. ძველ ჩინეთში მსგვასი მეცნიერება მედიცინაში ერთ-ერთ უტყუარ მიმართულებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ ადამიანზე მიმიკებსა და ჟესტებს მასზე ბევრის თქმა შეუძლია, მაგრამ თუ ჯესტიკულაციის ენა არ იცით, შეგიძლიათ ადამიანი მისი გარეგნობით განსაჯოთ.

კისერი

კისრის სტრუქტურის, მხრების, თეძოებისა და ფეხების განსაკუთრებულობა ადამიანის ხასიათსა და მის უპირატესობებზე გიამბობთ. მოკლე კისერი ძირითადად ჯიუტ და წინდაუხედავ ხასიათს აღნიშნავს, გრძელი კისერი კი მელანქოლიკებს ახასიათებთ. ეგრეთწოდებული "ხარის" კისერი ადამიანის უშიშარ ხასიათზე მიანიშნებს. თხელი და ნაზი
კისერი კი რომანტიკულ, მოკრძალებულ და მორიდებულ ადამიანებს აქვთ.

მხრები

ურთიერთობისას ყურადღება გაამახვილეთ ადამიანის მხრებზე. ვიწრო მხრების მქონენი საკმაოდ მერიდებულები და თვითნებურები არიან. განიერი მხრები გაბედული და მამაცი ადამიანების მახასიათებელია. ფართო მხრიანი ადამიანები გარშემომყოფებში ნდობას ადვილად იმსახურებენ.

თეძოები

მასიური და განიერი თეძოები ძირითადად უკომპრომისო ადამიანებს აქვთ. ვისაც მრგვალფორმიანი თეძოები აქვს, მსუბუქი და აუღელვებელი ხასიათით გამოირჩევა. ვიწრო და ძლიერი თეძოები კი ამტან და ძლიერ ხასიათზე მიანიშნებს. გარდა ამისა სწორი ფეხები მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

შუბლი

ყველაზე ხშირად ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ ერთმანეთის სახეზე. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ადამიანის ხასიათის გამოყოფა მისი სახის ნაკვთების მიხედვით. ჭკვიან ადამიანებს მაღალი შუბლი ახასიათებთ, დაბალი შუბლის მატარებელნი კი ფხუკიანი და გადაჭარბებულად ჭირვეული, ფიცხი ხასიათით გამოირჩევიან.

წარბები

თხელი წარბები ამბიციურ ადამიანებს აქვთ. შედარებით მსხვილი წარბები უხეში და დაუნდობელი ხასიათის არიან. ფართო წარბები კი გულწრფელი და უბრალო ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

ცხვირი

ზოგიერთი მახასაითებელი ნიშანი ცხვირის ფორმითაც შეიძლება გამოვყოთ. გრძელი და კეხიანი ცხვირი მკაცრ და ფიცხ ხასიათზე მეტყველებს. ჭირვეულ და არასერიოზულ ადამიანებს ხშირად აპრეხილი ცხვირი აქვთ. განიერი და მსუქანი ცხვირის მქონენი უხეშები არიან.

ნიკაპი

ძლიერ ადამიანება, რომელთაც დასახული მიზნის შესრულება დამოუკიდებლად შეუძლიათ, საკმაოდ დიდი და მკვეთრად თვალშისაცემი ნიკაპი აქვთ. მოკრძალებული და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ადამიანების ნიკაპი კი პატარა და ნაკელაბდ გამოკვეთილია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS