წაიკითხეთ და გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან უკომფლიქტოები და რომელ მათგანს არ შეუძლია კონფლიქტის გარეშე ცხოვრება.
ვერძი
დადებითი - ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულების ყველაზე კარგი თვისება - ცხოვრებაში ყველაფერს დიდი ენთუზიაზმითა და აღფრთოვანებით აკეთებს.
უარყოფითი - ვერძებს ყველაფერი იმდენად ახლოს მიაქვთ გულთან, რომ ხანდახან ნებისმიერი წვრილმანისგან დიდ კონფლიქტს ქმნიან, რაც ხშირად სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდება.
კურო
დადებითი - სასიამოვნო კუროები საყვარელ
უარყოფითი - ავადმყოფობის პირველივე ნიშნებზე კურო ყველა საქმეს გადადებს, სამსახურში ყველას გააგებინებს ამის შესახებ, ტელეფონს გამორთავს და თავი ისე მოაქვს თითქოს სამყაროს დასასრული დადგა.
ტყუპი
დადებითი - ტყუპი ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის გრძნობებსა და ფიქრებს. თუ მას უყვარხართ, ამას ხშირად შეგახსენებთ და თქვენი ნამდვილი ფანი იქნება.
უარყოფითი - ტყუპს თავი ისე მოაქვს, თითქოს ყველაფერში ყველაზე უკეთ ერკვევა, მაშინაც კი როცა სინამდვილეში ასე სულაც არ არის.
კირჩხიბი
დადებითი - კირჩხიბებს ყოველთვის საყვარელ და ახლო ადამიანებთან ახლოს ყოფნა სურთ. ის მზად არის ერთგული ლეკვივით უკან გდიოთ, თუნდაც მსოფლიოს გარშემო.
უარყოფითი - გაგიმართლათ თუ ყველაფერში დარწმუნებულ კირჩხიბთან ურთიერთობა მოგიხდათ. სხვა შემთხვევაში კირჩხიბს ყოველთვის თანადგომა სჭირდება. ჩაეხუტეთ მას.
ლომი
დადებითი - ყველა ლომი უაღრესად დიდი პოზიტიური ენერგიის მატარებელია, რითიც ნებისმიერი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.
უარყოფითი - ლომები იმდენად ამაყები და საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან, რომ თუ იგრძნო, რომ მას არ აფასებენ, მაშინვე საშინელ მონსტრად გადაიქცევიან.
ქალწული
დადებითი - ქალწული თქვენზე ყოველთვის იზრუნებს და არც არაფრის მთქმელი საუბრით მოგაბეზრებთ თავს.
უარყოფითი -ქალწულები სკეპტიკურად უყურებენ ყველაფერს და უყვართ დავა, ამიტომ ხშირად ბევრ რამეზე მოგიწევთ თვალების დახუჭვა, თუმცა არც ამას დასჯერდება და თქვენზე სარკაზმულ ხუმრობებს დაიწყებს.
სასწორი
დადებითი - სასწორები სხვებს ძალიან აფასებენ. იმისთვის, რომ მათ თავი კომფორტულად და მშვიდად აგრძნობინოს, ბევრ დათმობაზე წავა.
უარყოფითი - ისინი იმას გეტყვიან, რისი მოსმენაც გსურთ და არაფერს ზედმეტს. სასურველის მისაღებად არ მოერიდება საკუთარი შესაძლობლების გამოყენებას.
მორიელი
დადებითი - თუ მათ საყვარელ ადამიანს ვინმე აწყენინებს, მორიელი მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს და მოწინააღმდეგეს ცუდ დღეში ჩააგდებს.
უარყოფითი - წვრილმანებს იმდენად დიდ ყურადღებას ანიჭებს, რომ სრულიად უმიზეზოდ შეუძლია იეჭვიანოს და გაბრაზდეს.
მშვილდოსანი
დადებითი - მშვილდოსნებს ბუნებით მინიჭებული აქვთ ყველაფერზე ოპტიმისტური შეხედულება, რაც სამყაროს ბედნიერ და იმედის მომცემ ადგილად გადააქცევს.
უარყოფითი - მათი პერფექციონიზმი და დომინანტობისკენ სწრაფვა გაგაღიზიანებთ. თუ რაიმეს ისე არ აკეთებთ, როგორც თვითონ გეუბნებათ - ე.ი. არასწორად იქცევით.
თხის რქა
დადებითი - თხის რქა საიმედო და კეთილმოსურნეა - შეგიძლიათ ნებსიმიერ სიტუაციაში დაეყრდნოთ.
უარყოფითი - თუ რაიმე კარგად დაგეგმილი არ აქვს, იმპროვიზაციის პირველივე საჭიროებისას აღელდება და ნერვიულობას დაიწყებს.
მერწყული
დადებითი - მერწყული ყოველთვის მზად არის მიატოვოს ყველაფერი და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, არ აქვს მნიშველობა როგორ ცხოვრობს თვითონ.
უარყოფითი - მერწყულები საკუთარ ლოგიკასა და აზროვნებას იდელურად მიიჩნევენ. ნაცვლად გაჩუმებისა და მოსმენისა, რჩევების მოცემას აგრძელებენ.
თევზები
დადებითი - თევზები სუფთა, მსუბუქი, გახსნილი და თანაგრძნობით სავსე ადამიანები არიან. გრძნობენ სხვის განცდებს და შეუძლიათ მათი დახმარება.
უარყოფითი - ხანდახან გეჩვენებათ, რომ შენელებული ტემპით ცხოვრობენ და რაიმეს გასაკეთებლად სხვა ადამინებისგან განსხვავებით 3-ჯერ მეტი დრო სჭირდებათ.
პენი ლეინი