26 ნოემბერი, 2015
8 ყველასთვის ნაცნობი სიზმარი და მათი მნიშვნელობა
თუ საბჭოთა კავშირისდროინდელ ბროშურებს ვენდობით - სიზმარში ძაღლი მეგობარია, კატა - მტერი, ტარაკნები - ფულთანაა დაკავშირებული, მოკლედ რომ ვთქვათ ყველას თავისი ტარაკანა ჰყავს. მაგრამ გახსოვდეთ - ეშმაკი დეტალებში იმალება.

არსებობს სიზმრები, რომლებიც ხშირად მეორდება და ყველა ადამიანს ესიზმრება, მათ შორის საერთო კი ნამდვილად არსებობს. ბრიტანელმა ფსიქოლოგმა იან უოლსმა 200 000 ადამიანის სიზმარი შეისწავლა და გამოყო მათი მნიშვნელობა:

1. როცა სიზმარში ეცემით

ვარდნასთან დაკავშირებული სიზმარი ადამიანის ნერვულ სისტემას ეხება: ეს ადამიანი ცხოვრებაში რეგულარულად განიცდის გადაღლილობას და ხშირად
კარგავს კონტროლს. როგორც უოლსი განმარტავს სიზმარში ნებისმიერი ვარდნა თქვენს შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. თუ გახარებული სახით ხტებით, ე.ი. ცხოვრებაში ცვლილებები არ გაშინებთ. გარდა ამისა სიზმარში ვარდნა შეყვარებული ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც ურთიერთობის საწყის ეტაპზეა. ამ დროს სხვა ადამიანის მიმართ ძლიერ გრძნობას განიცდით და მზად ხართ დანებდეთ, მაშინაც კი თუ არ იცნობთ.

2. სიზმარში ხმა დაკარგეთ

შესაძლოა ეს არა უბრალოდ ხილვა, არამედ "სიზმრის პარალიზების" რეალური ეფექტია. ხდება ისე, რომ მძინარე ადამიანი ცნობიერების ხაფანგში ვარდება - სწრაფი ძილის ფაზაში იღვიძებს, ამ დროს კი ვერ ახერხებს განძრევას, საუბარს და ხანდახან სუნთქვასაც კი. მსგავსი შემთხვევა სამყაროში ადამიანების მხოლოდ 7 % -ს ემართება, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს.

3. სიზმარში შიშველი ხართ

როცა სიზმარში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შიშველი აღმოჩნდებით, რეალურ ცხოვრებაში შინაგან სირცხვილს განიცდით და სინდისის გრძნობა არ გასვენებთ. ეს ხშირად დაკავშირებულია თქვენი მისამართით შეცდომით ბრალდებაზე. ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს - თუ სიზმარში სრული სიშიშვლის დროს დისკომფორტს არ განიცდით, ყველაფერი პირიქითაა. შესაძლოა თავის გამოჩენა, სახელის მოხვეჭა, გარშემომყოფების ნდობისა და სიმპათიის მოპოვება გსურთ.

4. თუ სიზმარში კბილები გცვივათ


აქ წინ იწევს თავის მოვლის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნება და გგონათ, რომ სხვებისთვის მიმზიდველი არ ხართ. გარდა ამისა ეს ცხოვრებაში განცდილ სტრესსა და გადატანილ სირთულეებს ეხება, რომლებიც თქვენს ქვეცნობიერში ილექები და სიზმრებში ამგვარად გამოვლინდება. სხვა ფსიქოლოგი ლორენ ლოურენსი კი ამტკიცებს, რომ სიზმარში კბილების ცვენა - ქალისთვის დაფეხმძიმების სურვილია.

5. როცა ვიღაც მოგდევთ

საშიში მონსტრი, მანიაკი ან მკვლელი - ვალის სიმბოლოა, ცხოვრებაში არ გასვენებთ ვალის გადახდის პასუხისმგებლობა ან დამოკიდებულება, მაგალითად ალკოჰოლზე.. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიზმრები ძირითადად ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებიც რთულ სიტუაციებს გაურბიან და ღამის მონსტრებთან გამკლავების ერთადერთი საშუალებაა, ისწავლოთ პრობლემების გადაჭრა.

6. თუ სიზმარში დაფრინავთ

ბავშვობაში მშობლები გვარწმუნებნენ, რომ სიზმარში ფრენა ზრდას ნიშნავს. თუმცა დღესდღეობით ამ სიზმარს განსხვავებული ახსნა და დატვირთვა აქვს. ფრენისას ჩვენ თავისუფლებას განვიცდით - რაიმე საქმის მარტო გამკლავებისთვის საკმარისი ძალა და სიმტკიცე გაქვთ. მაღალი მიზნებისკენ უშიშრად მიიწევთ. წინ წარმატებული და მნიშვნელოვანი მომავალი გელით.

7. როცა საყვარელი ადამიანი გღალატობთ

სიზმარში პარტნიორის ღალატს არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან. ჩვეულებრივ მსგავსი სიზმრები მაშინ გესიზმრებათ, როცა რეალურ ცხოვრებაში საკუთარი თავის რწმენას კარგავს, საკუთარ მომხივლელობასა და სექსუალურობაში ეჭვი შეაქვს.

8. თუ სიზმარში გარდაიცვალეთ

ყველაზე საშინელი სიზმრის ხალხური ინტერპრეტაცია საკმაოდ პოზიტიურია და დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავს. ალბათ გაგაკვირვებთ, მაგრამ ეს ყველაფერი მითია. ლორენ ლოურენსი ამტკიცებს, რომ სიზმარში სიკვდილი ყოველთვის განხეთქილებას ნიშნავს. თქვენ შინაგანად ძალიან გსურთ ცხოვრებაში რაღაც შეწყვიტოთ. ან ოცნებობთ ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.
ამიტომ თქვენს სურვილებსა და სიზმრებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS