26 ნოემბერი, 2015
6 მიზეზი იმისთვის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც იმოგზაუროთ მარტომ
როდესაც ქალი სამოგზაუროდ მიდის, მის წინაშე სამყარო სრულიად ახალი კუთხით იშლება. ქალი ღიაა ახალი შთაბეჭდილებებისთვის, საინტერესო ნაცნობების გასაჩენად და საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად. სტატიაში მოცმეული 6 მიზეზი დაგარწმუნებთ, რომ აუცილებელია ცხოვრებაში ერთხელ მაინც წახვიდეთ სამოგზაუროდ მარტო.

1. მარტო მოგზაურობა ადაპტაციის უნარს განვითარებთ

არასწორი შესახვევები, უჩვეული საჭმელი - რომელიც ვერ გაგირკვევიათ მოგწონთ თუ არა-, გეგმების მუდმივი ცვლა და დაკარგვაც კი ადაპტაციის უნარს გინვითარებთ და კომუნიკაბელურსაც გხდით.

2. თავდაჯერებულობას გმატებთ

მარტო მოგზაურობისას რთული სიტუაციებიდან დამოუკიდებლად პოულობთ გამოსავალს. ყოველი ,,გამარჯვება"
თავდაჯერებულობას გმატებთ.

3. საკუთარ პლუსებს და მინუსებს ერთმანეთს უპირისპირებთ

მარტო მოგზაურობისას უკეთესაც ეცნობი შენს თავსა და შესაძლებლობებს. რთულ სიტუაციებში ავლენ პლუსებსა და მინუსებს. შინ დაბრუნებულმა უკვე იცი ვინ ხარ. ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია და შეგიძლია უფრო მშვიდად იცხოვრო.

4. მარტო მოგზაურობას კომფორტის ზონიდან გამოყავხარ

კომფორტის ზონაში დიდხანს ყოფნამ შეიძლება აპათეაში ჩაგაგდოთ. მარტო მოგზაურობა კი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია და უამრავ წვრილმანზე უნდა იფიქროთ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც თქვენ თამამად იღებთ.

5. ჭამთ და სვამთ იმას, რაც გსურთ

თქვენი საუკეთესო მეგობარი აუცილებლად გირჩევთ, რომ არ ბევრი არ შეჭამოთ, ის თქვენზე ზრუნავს და არ უნდა რომ წონაში მოიმატოთ. მარტო ხართ? მიირთვით რამდენიც გინდათ.

6. სასიამოვნო მოგზაურობა არ გადაიქცევა დრამად

არავინ იწუწუნებს, არავინ მოგიშლით ნერვებს, არავისთან მოგიწევთ კამათი რომელ რესტორანში ივახშმოთ ან როგორ გაატაროთ დრო. ანგარიშს მხოლოდ საკუთარ თავს გაუწევთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS