26 ნოემბერი, 2015
5 საიდუმლო თქვენს კანზე, რომელსაც დერმატოლოგი არასდროს გაგიმხელთ
როდესაც კანის პრობლემები დაუსრულებლად იწელება, ყველანი დერმატოლოგთან მივდივართ. ის გვისვამს დიაგნოზს და შემდეგ მკურნალობის გზებს გვთავაზობს. ექიმსა და პაციენტს შორის უერთიერთობა ნდობაზეა დამყარებული. ექიმს სჯერა, რომ პაციენტი მის მიერ დასმულ შეკითხვებს გულახდილად უპასუხებს, პაციენტს კი თავის მხრივ დერმატოლოგის დასკვნაში ეჭვი არ შეაქვს. სულ ტყუილად... არსებობს 5 საიდუმლო, რომელსაც დერმატოლოგი არასდროს გაგიმხელთ:

1. დაავადებამ შეიძლება იფეთქოს ნაწლავებში

გამონაყარს ხშირ შემთხვევაში ორგანიზმის დისფუნქცია იწვევს. მაგალითად: ღიზიანდება კუჭი, სწორი ნაწლავი ან თირკმელები და ორგანოები სიგნალს გვაძლევენ. კვლევებმა აჩვენა, რომ
თუ ნაწლავებში ბაქტერია შეიჭრა, ის წამლავს სისხლს და ავტომატურად აჩენს აკნეს.
თქვენ ექიმის გარეშეც შეგიძლიათ მოერიოთ ამ ბაქტერიას. დაიცავით დიეტა: მიიღეთ იოგურტი, მაწონი, კეფირი. მოერიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს. გადაერთხეთ მოხარშულ კერძებზე. საბოლოო შედეგს 12 კვირაში დაინახავთ.

2. აკნე შეიძლება მიუთითებდეს ართრიტზე

თუ თვენი აკნე ქრონიკული გახდა, შესიებულია და შეხებისას გტკივათ, დიდი ალბათობით ართრიტის საშიშროების წინაშე დგახართ.

3. როზაცეა შეიძლება ჰორმონალურმა დისბალანსმა გამოიწვიოს

როზაცეა ძირითადად თეთრკანიან ხალხშია გავრცელებული. ამ დროს ადამიანს ვარდისფერი ფერიმჭამელები უჩნდება და სახე უწითლდება. ხშირად როზაცეა თან სდევს აკნეს. დაავადება შეიძლება გადავიდეს გენეტიკურად ან კაცს შეუჩნდეს ტკიპა. ამას გარდა, როზაცეას იწვევს ჰორმონალური დისბალანსიც. როზაცეა შეიძლება გაჩნდეს კანის მცირე უბანზე, შემდეგ კი გავრცელდეს მთელ სახეზე.

4. ეგზემას ალერგია იწვევს

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, შესაბამისად მას მაღალი ალერგიული ფონი აჩენს. პრევენციისთვის მოერიდეთ გამაღიზიანებელ საკვებს, წამლებს და მცენარებს. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღეთ ანტიალერგიული წამალი.

5. კანი შეიძლება პურმაც გააღიზიანოს

ხანდახან კანზე ჩნდება წითელი ბუშტუკები, რისი მიზეზიც ცუდად გარეცხილი სარეცხი, ალერგია, ჩახურება, ხანდახან კი პური ხდება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS