26 ნოემბერი, 2015
7 შემთხვევა როდესაც შეყვარებულს გულს უნებურად ტკენთ
ალბათ ყოფილხართ ისეთ საშინელ სიტუაციაში, როდესაც შეყვარებულს გული უნებურად ატკინეთ. იმისთვის რომ მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილოთ, გთავაზობთ 7 მიზეზს, რომელიც თქვენს პარტნიორს გულს წყვეტს. გაეცანით მათ და აღარასდროს გაიმეოროთ.

1. არ აძლევთ ქალების გაცნობის საშუალებას

ცხოვრება საკმაოდ გრძელია იმისთვის, რომ კაცი ვაკუმში მოათავსოთ. ის ჯერ სწავლობს, ჰყავს კლასელები და კურსელები, შემდეგ მუშაობს და ჩნდებიან კოლეგებიც. თქვენს მეორე ნახევარს ყოველთვის ეყოლება საპირისპირო სქესის მეგობრები. ამ ფაქტს ან დაგიმალავთ ან გაგიმხელთ.

2. აკრიტიკებთ მის ჰობს

კაცს ვიდეოთამაშები მოსწონს,
თქვენ კი თვლით რომ დროს ტყუილად კარგავს. თავი მის ადგილას დააყენეთ, მოგეწონებათ სერიალების ყურებისთვის ან წიგნების კითხვისთვის რომ გაგაკრიტიკოთ? იმისთვის რომ რომანმა ორივე მხარე გააბედნიეროს, ერთმანეთის ჰობს პატივი უნდა სცეთ.

3. საშუალებას არ აძლევთ, რომ დაგემხაროს

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ დიასახლისობა ქალის საქმეა, მაგრამ პარტნიორს სურს რომ დაგეხმაროთ. სიყვარული ხომ საქმით მტკიცდება და არა სიტყვებით. დაუკვირდით, რომანტიკულია როდესაც თქვენ ჭურჭელს რეცხავთ, ის კი - ამშრალებს და ამ დროს, თუნდაც დუმდეთ, თქვენ შორის საოცარი სიახლოვე იგრძნობა.

4. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ მის კომპლიმენტებს

შეყვარებული გეუბნებათ, რომ ძალიან ლამაზი ხართ, თქვენ კი პასუხად ეკითხებით ,,ხო?" ან ,,მართლა მასე ფიქრობ?" თქვენი ეჭვებით პარტნიორს შეურაცხყოფას აყენებთ.

5. იმპერატიული ხართ

ნუ კარნახობთ მამაკაცს რა უნდა გააკეთოს ან არ გააკეთოს. შეიძლება თქვენ მოგწონდეთ, რომ მას პატარა ბიჭივით ექცევით, მაგრამ იმპერატიულობით კაცის თავმოყვარეობას ლახავთ.

6. მის პრობლემებს აგვარებთ

მისი მანქანა გაფუჭდა, თქვენ კი სასწრაფოდ საკუთარი ავტომობილის გასაღებს აძლევთ. გგონიათ კარგი შეყვარებულები ასე იქცევიან? ცდებით. კაცი არ უნდა გააზულუქოთ. მას თავისი პრობლემების მოგვარება თქვენ გარეშე უნდა შეეძლოს. თუ ხშრად დაეხმარებით, დააკომპლექსებთ და გააზარმაცებთ.

7. ატყუეთ სექსის პროცესში

თუ სექსი არ გსიამოვნებთ, უთხარით პარტნიორს. ნუ იტყუებით, რომ თიტქოს ორგაზმი განიცადეთ. ადრე თუ გვიან სექსუალური პრობლემები დაშორების მიზეზი გახდება. შეყვარებული კი თქვენ დაგადანაშაულებთ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS