26 ნოემბერი, 2015
როგორ ვიმარხულოთ ისე, რომ ჯანმრთელობას არ ვავნოთ
მალე შობის მარხვა დაიწყება. სულის სიმხნევესთან ერთად, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებთ, ვინც ამ გზას შეუდგა. იმასაც შევახსენებთ, რომ ამ დროს აუცილებლად უნდა იზრუნონ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მედიკოსებისა და დიეტოლოგების თქმით, ხანგრძლივი მარხვის დროს რაციონალურად უნდა მივუდგეთ მენიუს არჩევას, რათა ორგანიზმს არ ვავნოთ. ბევრ პროდუქტზე უარის თქმას ორგანიზმში მნიშვნელოვანი ნივთიერებების უკმარისობის გამოწვევა შეუძლია. ეს რომ არ მოხდეს, ყველაფერს რაციონალურად უნდა მიუდგეთ. მაგალითად, ერთი სახეობის ნივთიერებები, რომლებიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია, ჩაანაცვლოთ იმავე შემადგენლობის მქონე მცენარეული საკვებით.

ხორცში შემავალი ცილები
შეიძლება შეიცვალოს მცენარეული ცილით, რომელიც მრავლად არის ლობიოში, სოიოში, ბარდაში, თხილში, მანანის ბურღულში, მზესუმზირაში, სოკოში. გარდა ამისა, სისხლს აუცილებლად სჭირდება რკინა, რომელიც ხორცშია, ძირითადად - საქონლის ღვიძლში. თუმცა არის ასევე ბევრ ხილში, ბოსტნეულში, ბურღულეულში.

ორგანიზმის გასამხნევებლად აუცილებელია სხვადასხვაგვარი ფაფეულის მიღება, კარტოფილისა და ბოსტნეულის კერძების. რაფინირებული შაქრის, შოკოლადის, ორცხობილების და ტორტების ნაცვლად კი სიტკბოს ნაკლებობა შეგიძლიათ შეავსოთ ძირითადად ხილით, ჩირეულით, მურაბეულით და თაფლით. შოკოლადს განსაკუთრებით კარგად ცვლის თურმე ფინიკი და ბანანი.
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS