25 ნოემბერი, 2015
5 დამამტკიცებელი საბუთი, რომ ქმარი ჯანმრთელობას გიფუჭებს
მეუღლესთან ჩხუბისას ქალები ხშირად ამბობენ: ,,შენ გამიჩინე ჭლექი," ,,შენ გამიფუჭე ნერვები," ,,შენ შემოგწირე ჯანმრთელობა" და ა.შ. თქვენ ოდნავადაც კი არ აზვიადებთ. შეიძლება ამას თავადაც ვერ ხვდებოდეთ, მაგრამ ქმარი ჯანმრთელობას გინგრევთ. გაეცანით დამამტკიცებელ საბუთებს:

გასუქებს

კვლევებმა აჩვენა, რომ გათხოვილი ქალები უფრო ადვილად სუქდებიან, ვიდრე გაუთხოვრები. როდესაც მარტო ხარ ადვილად აკონტროლებ საკუთარ წონას და მეტად უვლი თავს. ჭარბი წონა იწვევს გულისისხლ-ძარღვთა დაავადებებს, ჰორმონალურ დისბალანსს, გათმიანებას ან გამელოტებას, უარყოფითად აისახება აზროვნების სისხარტესა და მახსოვრობაზე.

მისი
წვერი გაზარალებს

მისი წვერი მილიონი ბაქტერიის მატარებელია და შეიძლება რამე გადმოგდოთ. ასევე გიღიზიანებთ კანს. განსაკუთრებით მაშინ თუ პრობლემური კანი გაქვთ.

კამათი ხელს უშლის დაზიანებული ადგილების აღდგენას

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. არასდროს იცი რა დაგემართება: ხელს მოიტეხავ თუ ფეხს იღრძობ. აღარფერს ვამბობ კბილის გაუსაძლის ტკივილზე. დაძაბულობა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს აძლიერებს და სხეულის დაზიანებულ ნაწილებსაც შეხორცება-აღდგენაში ხელს უშლის.

მისმა ხვრინვამ შეიძლება სმენა დაგიზიანოს და უძილობა გამოიწვიოს

კვლევების მიხედვით, ქალს ღამეში საშუალოდ 21-ჯერ ეღვიძება და საბოლოო ჯამში ინსომნია უყალიბდება, როდესაც ქმარი ხვრინავს. თუ თქვენი ქმარი ხვრინავს 15 წლის თანაცხოვრების შემდეგ თქვენი სმენა საგრძნობლად გაუარესდება.

გულს გტკენთ

მისი საქციელებით გული თითქოს გადატანითი მნიშვნელობით გიტყდებათ, მაგრამ სინამდვილეში ნერვიულობა გულის დაავადებებსა და წნევის რადიკალურ რყევას იწვევს, რამაც შეიძლება მოგკლათ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მე
ამიტომაც არ ღირს გათხოვება. გათხოვება მქვეყნად ყველაზე დიდი სისულელეა
19:26 / 06-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო სურმანიდზე
ქალებო გავუპრტხილდეტ ჯანმრტელობას,კაცები არაფერსჰი გვცჰირდება
11:36 / 26-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS